From Wikipedia, the free encyclopedia
ატალანტე — მამაცი არკადიელი მონადირე ქალწული, იასოს და მინიასის ასულ კლიმენეს ქალი. მითოსი არკადიელ არტემიდეს უთანასწორებს. ამას მოწმობს ამ ქალღმერთის სიმბოლო – ძუ დათვი, რომელმაც ატალანტე გამოკვება მაშინ, როდესაც ახალშობილი გოგონა მამამ პანთენონის მთაში უპატრონოდ დააგდო, რადგან მხოლოდ ვაჟი უნდოდა და ქალი ეყოლა. ბავშვი მონადირეებმა გაზარდეს. მან მალევე ისახელა თავი, როგორც პირმშვენიერმა და ტანსარომ, ფეხმარდმა, მამაცმა და თამამმა მონადირემ. მშვილდით მოკლა ორი კენტავრი რეკოსი და ჰილევსი, რომელნიც ავი ზრახვით აედევნენ. მწყემსებმა ადრევე დაუბრუნეს მამას, რომელმაც თავის ასულად აღიარა.
ატალანტემ მონაწილეობა მიიღო კალიდონის ნადირობასა და არგონავტების ლაშქრობაში, მაგრამ ეს ვერსია არ დასტურდება. სურდა წასვლა, მაგრამ რადგან ქალი იყო, გმირებმა არ წაიყვანეს. ქალწულმა მონადირემ მხოლოდ შუბი აჩუქა იასონს. პელიასის განსვენების დღეს ჭიდაობაში დაამარცხა გმირი პელევსი. კალიდონის ტახი პირველმა დაჭრა და მელეაგრემ გამარჯვების ჯილდოდ ტახის თავი და ტყავი მისცა, რითაც შურით ანთებული მამაკაცები გადაიკიდა. ქალს ჯილდო წაართვა მელეაგრეს ბიძამ პლექსიპემ. ახალგაზრდა გმირმა მოკლა ბიძა, რასაც მოყვა ქიშპი, ომი და ბოლოს თვით მელეაგრეს სიკვდილი. დავა დაიწყო იმით, რომ ნადირის თავი ეკუთვნოდა არა ქალს, არამედ მელეაგრეს ბიძას იფიკლეს, რომელმაც ტახი თითქოს პირველმა დაჭრა. მელეაგრემ ზოგი ვერსიით მოკლა ბიზები. ალთეამ რომ გაიგო, ძმები შვილმა მომიკლაო, დარდმა დათრგუნა და დაწყევლა შვილი. მაშინ მელეაგრე განრისხდა და ბრძოლაზე ხელი აიღო. კურეტები კალიდონში შეიჭრნენ. ბოლოს მელეაგრე ცოლმა – კლეოპატრამ დაითანხმა. მელეაგრემ სძლია კურეტებს, მაგრამ ამ ბრძოლაში დაიღუპა ან მუგუზლის დაწვამ იმსხვერპლა. მითები მტკიცედ ლაპარაკობენ ატლანტესა და მელეაგრეს სიყვარულზე, მაგრამ მელეაგრეს უკვე ჰყავდა ცოლი. როდესაც მამამ ატლანტესაც უბრძანა გათხოვება, ქალწულმა მკაცრი პირობა წაუყენა: მხოლოდ მას გავყვები, ვინც სირბილში დამეწევაო. თუ თვითონ დაეწეოდა, სასიძოს ზურგში შუბს ტყორცნიდა და სასიკვდილოდ სჭრიდა. მხოლოდ მელანიონმა სძლია,რომელიც გზაზე აფროდიტეს ნაჩუქარ ოქროს ვაშლებს ყრიდა. ვიდრე ატალანტე ვაშლს იღებდა, გმირი დაწინაურდებოდა და ასე მიაღწია მიზანს. ატალანტეს მელანიონთან ეყოლა პართენოპაიოსი, არგოსელი მეფე, თებეს პირველ ლაშქრობაში დაღუპული მეფე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.