ალექსანდრე თედორეს ძე ასლანიკაშვილი (დ. 17 მარტი, 1916, თბილისი, საქართველო ― გ. 25 ნოემბერი, 1981, თბილისი, საქართველო) — ქართველი გეოგრაფ-კარტოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1969), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კარტოგრაფიისა და გეოდეზიის კათედრის გამგე 1973-1981 წლებში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979).

სწრაფი ფაქტები ალექსანდრე ასლანიკაშვილი, დაბ. თარიღი ...
დახურვა

ბიოგრაფია

1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი. 1957-1981 წლებში ხელმძღვანელობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიის განყოფილება, 1980 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 1966-1975 წლებში ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის კარტოგრაფიის რედაქციის გამგე.

ასლანიკაშვილის ძირითადი ნაშრომები მიეძღვნა კარტოგრაფიის ზოგადი თეორიისა და საქართველოს კარტოგრაფიის საკითხებს. თავისი შრომებით: „კარტოგრაფია. ზოგადი თეორიის საკითხები“ და „მეტაკარტოგრაფია. ძირითადი პრობლემები“ საფუძველი ჩაუყარა მეტაკარტოგრაფიულ კონცეფციას. ეს შრომები კარტოგრაფიული მეცნიერების ზოგად თეორიებს მიეძღვნა. ასლანიკაშვილმა ლოგიკური აზროვნების ფორმები, როგორებიცაა: შედარება, აბსტრაჰირება, განზოგადება, ანალიზი, სინთეზი და მოდელირება კარტოგრაფიულ ასახვას დაუკავშირა და შესაბამისად, დეფინიცია მისცა: შედარების, ანალიზის, სინთეზის, აბსტრაჰირების, განზოგადებისა და მოდელირების კარტოგრაფიულ ფორმებს.

1999 წელს ცნობილმა იაპონელმა კარტოგრაფმა ტოსიტომო კანაკუბომ ქალაქ ტოკიოში გამოსცა ალექსანდრე ასლანიკაშვილის „მეტა-კარტოგრაფია“ იაპონურ ენაზე.

„საქართველოს სსრ ატლასის“ შექმნაში მონაწილეობისათვის მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971). დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორი ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.