მიხეილ ასათიანი

ქართველი მწერალი და პუბლიცისტი From Wikipedia, the free encyclopedia

მიხეილ იოსების ძე ასათიანი (დ. 1849, სოფ. ბაკურციხე, ახლანდილი გურჯაანის რაიონი ― გ. 31 დეკემბერი [ძვ. სტ. 19 დეკემბერი], 1879) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი.

სწრაფი ფაქტები მიხეილ ასათიანი, დაბადების თარიღი ...
მიხეილ ასათიანი
დაბადების თარიღი 1849
დაბადების ადგილი ბაკურციხე, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 19 (31) დეკემბერი, 1879
საქმიანობა მწერალი და პუბლიცისტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
დახურვა

ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში და სემინარიაში. 1874 წელს დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია. მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. დიდი მონაწილეობა მიიღო ქართველ ხალხოსანთა ჟურნალ "იმედის" დაარსებაში და მისი პირველი რედაქტორიც უნდა ყოფილიყო, ტრაგიკულად რომ არ დაღუპულუყო. 1881 წლიდან ასათიანის თხზულებები იბეჭდებოდა ჟურნალ "იმედში". მის ლექსებში, მოთხრობებსა და საჟურნალო ფელეტონებში ასახულია ხახლხოსანი ახალგაზრდობის მისწრაფებანი და იდეალები, დაბალი სოციალური ფენების უუფლებობა, აგრეთვე ქართველ ინტელიგენციის მისწრაფება ეროვნული ძალების კონსოლიდაციისაკენ ("შიკრიკი", "მტკვრის ბაასი რიონთან", და სხვა). ავტორია აგრეთვე ავტობიოგრაფიული მოთხრობისა "მე და ონისიმე".

ლიტერატურა

  • ზანდუკელი მ., ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 3, თბ., 1955;
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.