არჩვების ტბა
ტბა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
არჩვების ტბა — ტბა საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ყელის ზეგანზე, ზღვის დონიდან 3078 მ. ზედაპირის ფართობი 0,13 კმ², მაქსიმალური სიღრმე 5,5 მ აუზის ფართობი 4,9 კმ². წარმოქმნილია მყინვარული ცირკის ლავებით გადაკეტვის შედეგად. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. უმაღლესი დონეა ივნისში, დაბალი ზამთარში. გაედინება ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მიწისქვეშა გზით კარბონატულ ქანებში. იყინება დიდი ხნით. თევზი არ იცის.[2]
არჩვების ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 42°31′31″ ჩ. გ. 44°21′30″ ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე) |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 3078 მ |
ფართობი | 0,13 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 5,5 მ |
აუზის ფართობი | 4,9 კმ² |
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.