From Wikipedia, the free encyclopedia
არტავაზდ II (გ. ძვ. წ. 31) — დიდი სომხეთის მეფე (ძვ. წ. 54 - ძვ. წ. 34), ტიგრან II-ის ძე.
არტავაზდ II | |
---|---|
Արտավազդ Երկրորդ | |
მონეტა არტავაზდ II-ის გამოსახულებით | |
დიდი სომხეთის 5 მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 54 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 34 |
წინამორბედი: | ტიგრან II |
მემკვიდრე: | არტაშეს II |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 31 |
მეუღლე: | კლეოპატრა |
შვილები: | არტაშეს II და ტიგრან III |
დინასტია: | არტაშესიანები |
მამა: | ტიგრან II |
დედა: | პონტოელი კლეოპატრა |
იბრძოდა რომის იმპერიისაგან სომხეთის დამოუკიდებლობისათვის. ამ მიზნით სახელმწიფო და დინასტიური კავშირი დაამყარა პართიის სამეფოსთან. დაიბრუნა რომაელთაგან მიტაცებული წოფქი (სოფენე) და მცირე სომხეთი. მაგრამ საგარეო ვითარების შეცვლის გამო იძულებული გახდა თავი „რომაელი ხალხის მეგობრად და მოკავშირედ“ გამოეცხადებინა. მიუხედავად ამისა, ძვ. წ. 34 წელს რომის ლაშქარი სომხეთში შეიჭრა. რომაელებთან ნებით გამოცხადებული არტავაზდ II მარკუს ანტონიუსმა დააპატიმრა და ოჯახითურთ ალექსანდრიაში ჩაიყვანა. ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას ბრძანებით არტავაზდ II-ს თავი მოჰკვეთეს. არტავაზდ II ცნობილია, აგრეთვე, როგორც მწერალი და ისტორიკოსი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.