From Wikipedia, the free encyclopedia
არმაზის ბილინგვა — მცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული ორენოვანი ეპიტაფია, რომლის ერთი ტექსტი ბერძნულად არის ნაწერი, მეორე არამეულად - არამეული წარმოშობის არმაზული ასოებით. წარწერა ნაპოვნია არმაზისხევში 1940 წლის 25 ნოემბერს, ტექსტი გაშიფრა გიორგი წერეთელმა (1941). წარწერა თარიღდება 150 წლით. არამეულ წარწერაში მოხსენიებულია ფარნავაზ I და ფარსმან II ქველი.
დამწერლობა | ბერძნული და არამეული |
---|---|
შექმნის თარიღი | 150 წ. |
აღმოაჩინეს |
25 ნოემბერი, 1940 წ. არმაზისხევი, მცხეთა |
ამჟამინდელი ადგილმდებარეობა | საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი |
ტექსტის ქართული თარგმანი ასეთია:
არმაზის ბილინგვის აღმოჩენამ და ამოშიფვრამ ნათელი მოჰფინა პირველი საუკუნეების საქართველოს პოლიტიკის და კულტურის ისტორიის ბევრ საკითხს. წარწერაში მოხსენიებული არიან II საუკუნის იბერიის (ქართლის) სახელმწიფოს მეთაურნი და თანამდებობის პირები.
არმაზის ბილინგვის მეშვეობით დადასტურდა, რომ პირველ საუკუნეებში ქართლის (იბერიის) სახელმწიფოს სათავეში ედგა მეფე, რომელიც იბერიის მეფის ტიტულს ატარებდა. ქართლის სამეფო კარზე იყო ინსტიტუტები პიტიახშებისა (დიდი და მცირე პიტიახშებისა), ეზოსმოძღვრისა (ეპიტროპისა) და სხვა ოფიციალური დოკუმენტებისათვის, ბერძნულთან ერთად ან უიმისოდ, იხმარებოდა არმაზული დამწერლობა, რომელიც ქართულს ენათესავება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.