From Wikipedia, the free encyclopedia
არესი (ძვ. ბერძნ. Ἄρης) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ომის მრისხანე ღმერთი, ზევსისა და ჰერას ძე. უპირისპირდება ქალღმერთ ათენას, სამართლიანი ომის მფარველს. თავდაპირველად (ჰომეროსის ხანამდე) არესი ქთონური ბუნების (ქვესკნელის) ღვთაება იყო, როგორც კეთილდღეობის, ისე სიკვდილის მომტანი, შემდგომში კი — მხოლოდ სიკვდილისა და უბედურებისა. არესი აფროდიტეს მეგობარი და მიჯნურია, რომელთანაც რამდენიმე შვილი ჰყავდა: ჰარმონია, ეროსი და სხვები. არესის კულტი ძველ საბერძნეთში არ იყო გავრცელებული, მისი ერთადერთი ტაძარი აგებული იყო თებეში. რომაულ პანთეონში კი ერთ-ერთი მთავარი ღვთაება — მარსი შეესაბამება. ჰომეროსთან და ანტიკურ სახვით ხელოვნებაში არესი წარმოდგენილია ფარ-შუბით აღჭურვილ ახალგაზრდა, ძლიერ და პირქუშ მამაკაცად.
არესი | |
---|---|
მითოლოგია: | ძველი საბერძნეთის რელიგია და ბერძნული მითოლოგია |
სხვა კულტურებში: | მარსი |
სქესი: | მამრობითი |
გავლენის სფერო: | ომი |
მამა: | ზევსი |
დედა: | ჰერა |
და-ძმა: | ერისი[1] [2] |
შვილები: | Anteros, Deimos, ეროსი, Phobos, ჰარმონია, Himeros, Phlegyas[3] , Antiope, Adrestia, Lycaon, Hippolyta, Penthesilea, Lampedo, Melanippe, Melanippus[4] , Oxylus, Evenus, Enyalius, Aeropus, Alcippe, მელეაგროსი, Sithon, Diomedes of Thrace, Ascalaphus, Ialmenus, Parthenopeus, Mygdon of Thrace, Edonus, Biston, Pangaeus, Thestius, Pylus, Molus, Thrax, Lycus, იქსიონი, Dryas of Calydon, Alcon, ოინომაოსი[5] , Cycnus, Tereus, Thrassa, Tmolus, Odomas, Aella, Bithys, Chalybs, Evannes, Eurytion, Calydon[6] , Alcimus, Crestone და Aetolus |
გამოსახულებები |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.