From Wikipedia, the free encyclopedia
არგიშთი II — ურარტუს მეფე. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 714 - ძვ. წ. 685 წწ.
არგიშთი II | |
---|---|
ურარტუს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 714 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 685 |
წინამორბედი: | რუსა I |
მემკვიდრე: | რუსა II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ძვ. წ. VIII საუკუნე |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 685 |
შვილები: | რუსა II |
მამა: | რუსა I |
არგიშთი მეორე სამფო ტახტზე ავიდა მამამისის რუსა I-ის თვითმკვლელობის შემდეგ, რომელიც დაკავშირებული იყო ურარტუს არმიის დამარცხებასთან, რომელიც მათ განიცადეს ასურეთის მეფე სარგონ II-სთან. სარგონ II-ის ლაშქარმა ასევე აიღო და გაანადგურა ურარტუს რელიგიური ცენტრი მუსასირი, რომელიც ითვლებოდა სერიოზულ დარტყმად უმაღლესი ღვთაება ხალდის წინააღმდეგ. არგიშთის მმართველობის პერიოდში პრაქტიკულად მეტი ყურადღება ეთმობოდა ღმერთებს შივინისა და თეიშებას.
ამ მოვლენების შემდეგ ასურეთსა და ურარტუს შორის დამყარდა მშვიდობიანი ურთიერთობა, მაგრამ მშვიდობის შენარჩუნების საფასურად ურარტუმ საკუთარ ტერიტორიაზე ასურელებს მისცა თავისუფალი მოქმედებისა და რკინის მადნისა და ხე-ტყის საწარმოებლად და ვაჭრობის გასავითარებლად. ასევე დასაშვებია, რომ ურარტუ ხარკის სახით აძლევდა ასურეთს პირუტყვსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. ზოგიერთი ისტორიკოსი ურარტუს ისტორიის ამ პერიოდს უწოდებს „ვასალურს“ ასურელებთან[1]. მიუხედავად ამისა, ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის რჩებოდა დაძაბული. სურულ არქივებში შემორჩენილია დაზვერვითი სახის დოკუმენტები ურარტუდან, რომელიც აშკარად მიუთითებს დაძაბულობის შესახებ სასაზღვრო ოლქებში.
არგიშთიმ ვერ გაბედა ღია წინააღმდეგობა ასურელების წინააღმდეგ და და საკუთარი საქმიანობა წარმართა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ამიერკავკასიაში. შემონახულია არგიშთის ლურსმული წარწერები, რომლებიც მოგვითხრობს სარწყავი არხის მშენებლობისა და აღმოსავლეთში ლაშქრობების შესახებ. ირანის აზერბაიჯანში აღმოჩენილი წარწერა მოგვითხრობს ამ ტერიტორიაზე არგიშთის ლაშქრობის შესახებ. ურარტუელთა სამხედრო წარმატებებს ამ ლაშქრობის დროს ისტორიკოსები სხვადასხვანაირად აფასებენ: ზოგიერთი თვლის, რომ არგიშთიმ მიაღწია კასპიის ზღვას[2], ზოგიერთი თვლის, რომ იგი არ გასცილებია ურმიის ტბას[3].
სარდურის გარდაცვალების შემდეგ ასურეთის სამეფო ტახტზე ადის სინახერიბი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ხელმძღვანელობდა ურარტუში მამამისის სადაზვერვო ოპერაციებს. ურთიერთობა ორ სახელმწიფოს შორის გახდა ნაკლებად დაძაბული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ურარტუს დასუსტება შეუქცევადი პროცესი გახდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.