პერიცენტრი და აპოცენტრი (ბერძნ. περί პერი — გარშემო, ახლოს, გვერდით; ბერძნ. από აპო — „-დან“, „-გან“ (რთული სიტყვის ნაწილი, გამოხატავს უარყოფას და რაღაცის ნაკლებობას), ლათ. centrum — ცენტრი) — ციური სხეულის ორბიტის უახლოესი და უშორესი წერტილები ცენტრალური სხეულიდან, რომლის გარშემოც ისინი ბრუნავენ.

Thumb
1 დედამიწა
2 თანამგზავრის ორბიტა
3 დედამიწის თანამგზავრი
4 დედამიწის ეკვატორული ხაზი
5 დედამიწის ბრუნვის ღერძი
6 პერიგეა
7 აპოგეა
8 აფსიდათა ხაზი

მზის სისტემის პლანეტების ორბიტაზე პერიცენტრსა და აპოცენტრს უწოდებენ შესაბამისად პერიჰელიუმსა და აფელიუმს (პერიჰელიუმი და აფელიუმი; ბერძნ. ‘ήλιος ჰელიოს — მზე). ასევე ფართოდ გამოიყენება ტერმინები პერიგეა და აპოგეა (აგრეთვე პერიგეუმი და აპოგეუმი; ბერძნ. περίγειος — „დედამიწის გვერდით“; ბერძნ. απόγεια — „დედამიწიდან“), რომელთაც დედამიწის ორბიტაზე მთვარესა და ხელოვნურ თანამგზავრის უახლოესა და უშორეს წერტილებს უწოდებენ.

ფორმულა

ორბიტაზე პერიაფსიდებსა და აპოაფსიდებს [1] ახასიათებთ შემდეგი ფორმულები:

  • პერიაფსიდები: მაქსიმალური სიჩქარე მინიმალურ (პერიაფსიდები) მანძილზე
  • აპოაფსიდები: მინიმალური სიჩქარე მაქსიმალურ (აპოაფსიდები) მანძილზე

მაშინ როცა, კეპლერის პლანეტათა მოძრაობის კანონისა და ენერგიის მუდმივობის თანახმად, შემდეგი მონაცემები მოცემულ ორბიტაზე არის მუდმივი:

  • განსაზღვრული ფარდობითი იმპულსის მომენტი
  • განსაზღვრული ორბიტალური ენერგია

სადაც,

  • არის უდიდესი მანძილი ელიფსის ცენტრიდან წრეწირამდე
  • არის სტანდარტული გრავიტაციის პარამეტრი
  • არის ექსცენტრისიტეტი, განსაზღვრული როგორც

ტერმინოლოგია

ჩვეულებრივ გამოიყენება ტერმინები აპოცენტრი და პერიცენტრი, თუმცა ტექნიკური ხმარებისთვის ამჯობინებენ ტერმინებს: აპოაფსიდები და პერიაფსიდები.

მეტი ინფორმაცია სხეული, უახლოესი წერტილი ...
სხეულიუახლოესი წერტილიუშორესი წერტილი
გალაქტიკაპერიგალაქტიკონიაპოგალაქტიკონი
ვარსკვლავიპერიასტრიაპოასტრი
შავი ხვრელიპერიმელასმა/პერიბოთრა/პერინიგრიკონიაპომელასმა/აპობოთრა/აპონიგრიკონი
მზეპერიჰელიუმიაფელიუმი
მერკურიპერიჰერმიონიაპოჰერმიონი
ვენერაპერიცითერიონი/პერიცითერეანი/პერიკრიტიონიაპოცითერიონი/აპოცითერეანი/აპოკრიტიონი
დედამიწაპერიგეა/პერიგეუმიაპოგეა/აპოგეუმი
მთვარეპერისელენიუმი/პერიცინთიონი/პერილუნეაპოსელენიუმი/აპოცინთიონი/აპოლუნე
მარსიპერიარეიონიაპოარეიონი
იუპიტერიპერიზენე/პერიიოვიაპოზენე/აპოიოვი
სატურნიპერიკრონე/პერისატურნიუმიაპოკრონე/აპოსატურნიუმი
ურანიპერიურანიონიაპოურანიონი
ნეპტუნიპერიპოსეიდიონიაპოპოსეიდიონი
პლუტონიპერიჰადიონიაპოჰადიონი
დახურვა

დედამიწის პერიჰელიუმი და აფელიუმი

Thumb
პერიჰელიუმის მაგალითი
Thumb
აფელიუმის მაგალითი

დედამიწა მზეს ყველაზე მეტად იანვრის დასაწყისში უახლოვდება, ივლისის დასაწყისში — შორდება. პერიჰელიუმს, აფელიუმსა და დედამიწის სეზონებს შორის კავშირი იცვლება
21 000 წლიან ციკლში. ეს ანომალიური პროცესი იწვევს კლიმატის პერიოდულ ცვლილებას (იხ. მილანკოვიჩის ციკლები).

ამ მოვლენის სამომავლო თარიღი და საათი მოცემულია შემდეგ გრაფაში:

მეტი ინფორმაცია წელი, პერიჰელიუმი ...
წელიპერიჰელიუმიაფელიუმი
2007 3 იანვარი 20Z 7 ივლისი 00Z
2008 3 იანვარი 00Z 4 ივლისი 08Z
2009 4 იანვარი 15Z 4 ივლისი 02Z
2010 3 იანვარი 00Z 6 ივლისი 11Z
2011 3 იანვარი 19Z 4 ივლისი 15Z
2012 5 იანვარი 00Z 5 ივლისი 03Z
2013 2 იანვარი 05Z 5 ივლისი 15Z
2014 4 იანვარი 12Z 4 ივლისი 00Z
2015 4 იანვარი 07Z 6 ივლისი 19Z
2016 2 იანვარი 23Z 4 ივლისი 16Z
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.