ფილიპინების ერთ-ერთი პროვინცია From Wikipedia, the free encyclopedia
აპაიაო (ილოკ: Probinsia ti Apayao) — ჩაკეტილი პროვინცია კორდილიერის ადმინისტრაციულ რეგიონში, ლუსონზე. პროვინციის დედაქალაქია კაბუგაო.
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
აპაიაო | ||
ქვეყანა | ფილიპინები | |
ადმ. ცენტრი | კაბუგაო | |
შიდა დაყოფა | კალანასანი, კონერი, ფლორა, კაბუგაო, ლუნა, პუდტოლი და სანტა-მარსელა | |
კოორდინატები | 17°45′00″ ჩ. გ. 121°15′00″ ა. გ. | |
მმართველი | Eleonor Bulut Begtang | |
დაარსდა | 9 მაისი, 1907[1] | |
ფართობი | 4413.35 კმ² | |
მოსახლეობა | 124 366 (1 მაისი, 2020)[2] | |
სასაათო სარტყელი | UTC+8 | |
სატელეფონო კოდი | 74 | |
საფოსტო ინდექსი | 3807–3814 | |
ოფიციალური საიტი | http://www.apayao.gov.ph/ | |
| ||
პროვინციის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით კაგაიანი მდებარეობს, დასავლეთით — აბრა და ჩრდილოეთი ილოკოსი, ხოლო სამხრეთით — კალინგა. 1995 წლამდე კლაინგა და აპაიაო ერთ პროვინციაში ერთიანდებოდა და კალინგა-აპაიაო ეწოდებოდა, თუმცა ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით გაიყო.
2015 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობა 119 184 ადამიანს შეადგენს, ხოლო ფართობი 4 413.95 კმ²-ია.[3] აპაიაოს ფილიპინების პროვინციებს შორის მოსახლეობის სიმჭიდროვის ყველაზე დაბალი მაჩვენებლი აქვს.
მართალია აპაიაო თავდაპირველად კაგაიანის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ იგი კორდილიერის ერთ-ერთი პირველი ადგილი იყო, სადაც ესპანელები დასახლდნენ.[4] რეგიონი, რომელიც ისნეგი ტომებით იყო დასახლებული, ესპანელებს არ ემორჩილებოდნენ XIX საუკუნემდე. ყველაზე ადრე 1610 წელს დომინიკელთა ორდენმა დღევანდელ ქალაქ პუდტოლის ადგილას პირველი მისია გაგზავნა. 1684 წელს ბერებმა კიდევ ერთხელ სცადეს ადგილობრივთა მოქცევა და დღევანდელი კაბუგაოს ადგილას ეკლესია დააარსეს.
1891 წელს ესპანელებმა კაგაიანში აპაიაოსა და კაბუგაოანის საკომენდანტოები დააარსეს, რომლებიც დღევანდელი აპაიაოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს ფარავდა.[4][5][6] საკომენდანტოებმა ძლიერი მმართველობა ვერ დაამყარეს და ესპანეთის მთავრობა მხოლოდ მცირედ აკონტროლებდა ტერიტორიას.
ამერიკელბმა 1908 წლის 13 აგვისტოს მთის პროვინცია დაარსეს და აპაიაო ამბურაიანთან, ბენგეტთან, ბონტოგთან, იფუგაოსთან, კალინგასა და ლეპანტოსთან ერთად ახლად შექმნილი პროვინციის ქვეპროვინციებად გამოცხადდა.[5][6][7]
პროვინცია ძირითადად ცენტრალური კორდილიერის მთებში მდებარეობს. პროვინციას რამდენიმე მდინარე სერაცს. აპაიაოს ფართოი 4 413.35 კმ²-ია. იგი კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით კაგაიანი ესაზღვრება, დასავლეთით — ჩრდილოეთი ილოკოსი, სამხრეთ-დასავლეთით — აბრა, ხოლო სამხრეთით — კალინგა.
კორონას კლიმატის კლასიფიკაციით, ფილიპინები III ტიპის კლიმატურ ზონაში მდებარეობს, რომლის დროსაც მშრალი და წვიმების სეზონი გამოხატულია. მშრალი სეზონი ნოემბრიდან აპრილამდე გრძელდება, ხოლო წვიმების სეზონი წელიწადის დანარჩენ დროს. ყველაზე ნალექიანი თვეები დეკემბერი, იანვარი და თებერვალია, ხოლო მაისი ყველაზე თბილია.
აპაიაოს პროვინცია 7 მუნიციპალიტეტისგან შედგება, რომლებიც ერთ საკანონმდებლო რაიონში ერთიანდება.[3]
აპაიაოს 7 პროვინცია 133 ბარანგაისგან შედგება. მოსახლეობის რაოდენობით პირველ ადგილზე კონერის მუნიციპალიტეტში მდებარე მალამისბარანგაია (2015 წლის აღწერით), ხოლო ბოლო ადგილზე კალანასანის მუნიციპალიტეტში მდებარე ელეასარის ბარანგაი.
2015 წლის აღწერით, პროვინციის მოსახლეობა 199 184 ადამიანს შეადგენს, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე 27 ადამიანი ერთ კვადრატულ კილომეტრზე.
2000 წლის აღწერით (მთლიანი მოსახლეობის რაოდენობა 97 058 ადამიანი იყო), პროვინციის მოსახლეობის 50.82%-ს (49,328) ილოკანოები, ხოლო მოსახლეობის თითქმის 1/3, 29 071, 29.95% ისნაგები შეადგენდნენ. სხვა ეთნიკურ ჯგუფებს წარმოადგენდნენ: მალაეგები — 3.69% (3 580), ისნეგები — 3.48% (3 380), კალინგები — 3.08% (2 992), კანკანაიები — 1.24% (1 208), ბონტოკები — 1.04% (1 014) და იბალოიები — 1.01% (979).[8]
ისნაგების ორი ქვეჯგუფი გამოიყოფა: იმანდაიები, რომლებიც ძირითადად კალანასანის მუნიციპალიტეტში არიან კონცენტრირებული და იმალოდები, რომლებიც პროვინციის სხვა ქალაქებში არიან გაფანტული. ისნაგების ეთნიკური ჯგუფის ნაწილი ჩრდილოეთ ილოკოსის და კაგაიანის პროვინციებში ცხოვრობს.
აპაიაოს ეკონომიკის წამყვანი სექტორი სოფლის მეურნეობაა. 2011 წელს ბრინჯის წარმოების მოცულობა 98 489 ტონას გაუტოლდა. აპაიაოს ნაწილი ფილიპინების კორდილიერის მთიანეთის ბრინჯის ტერასების ნაწილია.[9] პროვინციის სოფლის მეურნეობის მთავარი პროდუქტებია: ბრინჯი,[10] სიმინდი,[11] ყავა, ფესვის კულტურები და ბოსტნეული. წარმოებულ ხილს შორის აღსანიშნავია: ციტრუსი, ბანანი, არაქისი, დურიო, რამბუტანი, ქოქოსი და მანგოსტანი.[12]
სოფლის მეურნეობის შემდეგ ეკონომიკის წამყვანი დარგებია ცხოველებისა და ფრინველების მოშინაურება, როგორიცაა: ღორი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხა და ცხვარი. განვითარებულია საკვების წარმოების, ავეჯისა, ხელსაქმისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთების წარმოების სფერო.[13] აპაიაოს პროვინციის მკვიდრებს კალათების, ნაქსოვი და ტექსტილისგან ნივთების დამზადების მდიდარი ტრადიცია აქვთ.[14]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.