რუსი გეოგრაფი From Wikipedia, the free encyclopedia
ანდრია ალექსანდრეს ძე გრიგორიევი (რუს. Григорьев, Андрей Александрович; დ. 1 ნოემბერი [ძვ. სტ. 20 ოქტომბერი], 1883, პეტერბურგი — გ. 22 სექტემბერი, 1968, მოსკოვი) — რუსი გეოგრაფი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1939). სკკპ წევრი 1946 წლიდან. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის პირველი დირექტორი (1931–1951).
ანდრია გრიგორიევი | |
---|---|
რუს. Андрей Александрович Григорьев | |
დაბ. თარიღი | 20 ოქტომბერი (1 ნოემბერი) 1883 |
დაბ. ადგილი | პუშკინი |
გარდ. თარიღი | 2 სექტემბერი, 1968[1] (84 წლის) |
გარდ. ადგილი | Mozshinka |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საბჭოთა რუსეთი სსრკ |
საქმიანობა | გეოგრაფი, უნივერსიტეტის პროფესორი[2] და სამეცნიერო მუშაკი[2] |
მუშაობის ადგილი | გეოგრაფიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის მედალი და სამამულო ომის ორდენი |
1907 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი, რის შემდეგ გეოგრაფიის სწავლა განაგრძო ბერლინისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში (1907–1909); 1909–1916 წლებში თანამშრომლობდა ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის გეოგრაფიის განყოფილებაში; 1918 წლიდან მონაწილეობდა ლენინგრადის გეოგრაფიული ინსტიტუტის ორგანიზაციაში, იყო ამ ინსტიტუტის პროფესორი და დეკანი; 1925–1936 წლებში ლენინგრადის უნივერსიტეტის პროფესორი; 1951 წლამდე — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიული ინსტიტუტის დირექტორი, შემდეგ ამავე ინსტიტუტის განყოფილების გამგე.
ჩაატარა საველე გამოკვლევები დიდი მიწის ტუნდრაში, სამხრეთ ურალში, იაკუტიასა და კოლის ნახევარკუნძულზე. იყო მოკლე გეოგრაფიული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი.
გრიგორიევის ძირითადი შრომები შეეხება ფიზიკური გეოგრაფიის ზოგად თეორიას, ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების პრინციპებსა და მეთოდებს, მანვე დაამუშავა მოძღვრება დედამიწის გეოგრაფიული გარსის შესახებ. მონოგრაფიისათვის „სუბარქტიკა“ მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1947). მნიშვნელოვანი ამაგი დასდო გეომორფოლოგიის დარგის განვითარებას. გრიგორიევი თვლიდა, რომ ფიზიკური გეოგრაფიის მთავარი ამოცანაა ფიზიკურ-გეოგრაფიული გარსის სტრუქტურის, შედგენილობის და ცვლილებათა კანონზომიერებების შესწავლა.
1928 წელს ანდრია გრიგორიევს მიენიჭა ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის მედალი; დაჯილდოებულია 2 შრომის წითელი დროშის ორდენით (1943 და 1963 წწ.), ლენინის ორდენით, სამამულო ომის II ხარისხის ორდენითა და სხვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.