From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკული ქრცვინი, პეკანი (ლათ. Martes pennanti) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა. ერთ-ერთი უმსხვილესი ფორმაა ოჯახში. მისი სხელის სიგრძეა 75–120 სმ, მასა 2–5 კგ. შეფერილია მუქ მურა ფრად, თათები და კუდი შედარებით უფრო მუქია, ვიდრე სხეულის დანარჩენი ნაწილი, თავზე დაჰკრავს ვერცხლისფერი ბზინვარება. ბეწვი ხშირი, გრძელი და უხეშია. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის ტყის ზონაში სიერა-ნევადის მთიდან (კალიფორნია) დასავლეთ ვირჯინიის აპალაჩებამდე. ბინადრობს წიწვოვან ტყეებში, ბინას იკეთებს ხეების (ძირითადად ნაძვი, სოჭი, ტუია და რამდენიმე ფოთლოვანიც) ფუღუროებში. ზამთარს ხშირად ატარებს სოროებში, ზოგჯერ თოვლში გათხრილშიც კი. ამერიკული ქრცვინი სწრაფად გადაადგილდება ხეებზე, მაგრამ უპირატესობას მაინც მიწაზე სიარულს ანიჭებს. მარტოსულ ცხოვრებას ეწევა. აქტიურია მთელი დღე-ღამის განმავლობაში. იკვებება მაჩვზღარბებით, თაგვებით, ციყვებით, კურდღლებით, ფრინველებითა და ბიგებით, აგრეთვე კენკროვნებითა და ნაყოფებით, მაგალითად ვაშლით. გამრავლების პერიოდია ზამთრის ბოლო–გაზაფხულის დასაწყისი. მაკეობა 11–12 თვეს გრძელდება. მდედრი ბადებს 5-მდე ნაშიერს. ისინი ზრდასრულობას 5 თვეში აღწევენ. მშობიარობის შემდეგ დედალი მალევე ისევ ჯვარდება. სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლამდე აღწევს.
ამერიკული ქრცვინი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Martes pennanti (Erxleben, 1777) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 41651 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.