ამასია

From Wikipedia, the free encyclopedia

ამასია

ამასია (თურქ. Amasya, ბერძ. Αμάσεια) — ქალაქი ჩრდილოეთ თურქეთში. ამასიის პროვინციის ადმინისტრაციულო ცენტრი. მდებარეობს შავი ზღვის რეგიონში.[1][2]

სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი
ამასია
თურქ. Amasya
Thumb
ქვეყანა  თურქეთი
პროვინცია ამასია
კოორდინატები 40°39′00″ ჩ. გ. 35°49′59″ ა. გ.
მმართველი ჯაფერ ოზდემირი
ფართობი 1,729.69 კმ²
ცენტრის სიმაღლე 411 მეტრი
მოსახლეობა 114 921 (2021)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი 45x xx
საავტომობილო კოდი 45
ოფიციალური საიტი amasya.gov.tr
Thumb
დახურვა

ისტორია

ამასია მდებარეობდა ბიზანტიის იმპერიაში. მომავალში, შევიდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. ამასიის მნიშვნელობა გაიზარდა სულთან ბაიაზიდ II-ის დროს, რადგან იგი ტახტზე ასვლამდე სწორედ ამასიის პროვინციის მმართველი იყო. სულთან ბაიაზიდმა მისი მნიშვნელობა ოსმალეთის იმპერიაში ძალიან გაზარდა და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სანჯაყად ჩამოაყალიბა. მას ძირითადად მართავდნენ იმპერიის შეჰზადეები. მართალია, ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში მას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ხშირად გვხვდება, თუმცა შეჰზადეებისათვის მისი მართვა ხელსაყრელი არ იყო, რადგან დედაქალაქიდან ძალიან შორს მდებარეობდა და მამის გარდაცვალების შემდეგ, ძალიან დაბალი იყო იმის შანსი, რომ მის მმართველებს დედაქალაქში ძმებისთვის ჩაესწროთ, რადგან მანისა, ქუთაჰია და კონია მასზე ბევრად ახლოს იყვნენ დედაქალაქთან.[3] 12 წლის განმავლობაში, ამასიის მმართველი იყო სულეიმან I-ის უფროსი ვაჟი, შეჰზადე მუსტაფაც. იმპერიის დასუსტებისა და საბოლოო დაშლის მიუხედავად, ამასია მაინც დარჩა თურქეთის რესპუბლიკაში.[4]

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.