Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ალფონსო VII (ესპ. Alfonso VII; დ. 1 მარტი, 1105 — გ. 21 აგვისტო, 1157) — კასტილიის მეფე 1127–1157 წლებში. გალისიის მეფე 1112 წლიდან. დედოფალ ურაკასა და რაიმონდ ბურგუნდიელის ვაჟი. იქორწინა 1128 წელს ბერენჟერაზე, რაიმონდ ბერენდარია III ბარსელონის გრაფის ასულზე და 1152 რაშილდაზე, პოლონეთის მეფე ვლადისლავის ასულზე.
მამის გარდაცვალების შემდეგ ალფონსომ მხოლოდ გალისია მიიღო. მაგრამ დედასთან და მამინაცვალთან, ალფონსო I არაგონელთან, ცხარე ომის შედეგად იგი გახდა კასტილიის მეფეც. იგი ენერგიული, გონიერი, და სამართლიანი მმართველი იყო, კარგი მეომარი და ეკლესიის მფარველი. შემდგომ წლებში, განსაკუთრებით ალფონსო არაგონელის გარდაცვალების შემდეგ, მისი ძალაუფლება სულ იზრდებოდა. იგი პირველი ესპანელი მეფე იყო, ვინც ანდალუსიაში იბრძოდა. 1144 წელს კასტილიელებმა კორდობა აიღეს. 1147 წელს ხანგრძლივი ალყის შედეგად დაეცა ალმერია, მაგრამ შემდგომ წლებში ქრისტიანთა შეტევები გაჩერებულ იქნა. XII საუკუნის შუა წლებში ნახევარკუნძულზე მუსულმანური სამფლობელოები დაიპყრეს მეომარმა მავრებმა ალმოგადებმა. ისლამის ამ მცველებმა დაიწყეს საღვთო ომი და მთელ რიგ ბრძოლებში სასტიკად დაამარცხეს კასტილიელები. ალფონსო ცოცხალი იყო, როდესაც მავრებმა აიღეს ალმერია, და მან ვერაფერი იღონა ქალაქის გასათავისუფლებლად. ალფონსოს ანდერძმა კიდევ უფრო დაასუსტა ქრისტიანები. სიკვდილის წინ მან შვილებს გაუყო სამეფო, კასტილია სანჩო III-ს მისცა. ხოლო ლეონის სამეფო ფერნანდო II-ს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.