ალკიბიადე (დ. დაახლ. ძვ. წ. 450, ათენი ― გ. ძვ. წ. 404, ფრიგია) — ათენელი (ძველი ბერძენი) პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. მხედართმთავარი, პერიკლეს გაზრდილი, სოკრატეს მოწაფე. ომის შემდგომ ეტაპებზე (იგულისხმება: პელოპონესის ომი) ცენტრალურ ფიგურად პერიკლეს ნათესავი და სოკრატეს მოწაფე, ნიჭიერი ავანტიურისტი ალკიბიადე გვევლინება. მასთან უერთიერთობაში აშკარად გამოჩნდა დემოკრატიის სისუსტე. სახალხო კრება ვერ გაერკვა, ათენის დემოკრატიისთვის სპარტა უფრო სახიფათო იყო, თუ ალკიბიადე. იგი არაერთხელ დაინიშნა სარდლად, წარმატებებსაც მიაღწია, მაგრამ გაწვეულ იქნა უკან. ალკიბიადე იყო სიცილიაზე ექსპედიციის (ძვ. წ. 415 - ძვ. წ. 413) სულისჩამდგმელი. ომის მეჩვიდმეტე წელს ათენელებმა გადაწყვიტეს, დახმარებოდნენ იონიურ კოლონიას სიცილიაზე, რომელსაც სირაკუზელები ავიწროებდნენ. სირაკუზის დამარცხებით ათენს მთელ სიცილიაზე ბატონობის შესაძლებლობა ექნებოდა, რაც განუზომლად გაზრდიდა მის რესურსებს სპარტასთან დაპირისპირებაში. ექსპედიციისთვის მზადების ბოლო ეტაპზე ათენში უცნობებმა ჰერმები, ღვთაების ქანდაკებები შებღალეს. დანაშაული ალკიბიადეს დაბრალდა. მან ისურვა, სიცილიაზე გამგზავრებამდე ემართლებინა თავი, მაგრამ სასამართლო გადაიდო და ალკიბიადე მხოლოდ მას მერე გამოიწვიეს, რაც მან ჯარი სიცილიაზე გადასხა. მის ნაცვლად იქ ნიკიასი გაგზავნეს, ხოლო ალკიბიადემ ვერ გაბედა ათენში დაბრუნება, თავი სპარტას შეაფარა და ლაკედემონელებს სიცილიური ექსპედიციის ამბავიც გაუმხილა.

Thumb
ალკიბიადეს ბიუსტი

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.