ალიტერაცია

From Wikipedia, the free encyclopedia

ალიტერაცია (ლათ. alliteratio) — ერთი და იმავე მსგავსი თანხმოვანი ბგერების განმეორებაა სალექსო სტრიქონში. გამოსახვის პოეტური ხერხი, ემოციური ზეგავლენის საშუალება, ბგერების მუსიკალური ორგანიზაციის ფორმა. ქმნის ლექსის კეთილხმოვანებას, სიტყვის შინაარსის აკუსტიკურ თვალსაჩინოებას. ბგერების გამეორება მაშინაა პოეტური და ესთეტიკური, როდესაც მას თან ახლავს გამომსახველობითი ემოციური ძალა. ბგერების უაზრო, ფორმალისტური თამაში მოკლებულია მხატვრულ-ესთეტიკურ ღირებულებას.

მაგალითები

ვიკიციტატა
ლეილას თვალები ელავენ ბნელიდან, დედოფალს ახლავან მხევალნი მცველებად ყვავილის მწველია ლეილას ხელიდან, დალალნი დაშლილან ელვარე გველებად.

ალიტერაცია შეიძლება იყოს პროზაულიც. იგი რიტმული პროზის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად ითვლება:

ვიკიციტატა
„ქორისფერი ქორედები ცის სილურჯეს მიბჯენოდნენ თხემებით.“
ვიკიციტატა
„ცხრატბის ერისთავის მეუღლეს ცხრა ღამეც არ გაუთევიაო ქმართან“
ვიკიციტატა
„ბნელში დაბუდებული ბუს მართვე ბნელს უჩიოდა ხილნარში“
ვიკიციტატა
„მარგო, რამ გარგო აგრე რიგად“

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.