From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსის კაუფმანი (ინგლ. Alexis Kaufman; დ. 9 აგვისტო, 1991) — ამერიკელი ბოდიბილდერი და პროფესიონალი რესლერი, რომელიც ამჟამად გამოდის ამერიკულ რესლინგ-პრომოუშენ WWE-ში ბრენდზე SmackDown!, სასცენო ფსევდონიმით - ალექსა ბლისი.
ალექსა ბლისი | |
---|---|
დაბადების სახელი | ალექსის კაუფმანი |
დაიბადა |
9 აგვისტო, 1991 წელი (25 წლის) კოლუმბუსი, ოჰაიო |
საცხოვრებელი ადგილი | კოლუმბუსი, ოჰაიო |
პროფესიონალური რესლინგის კარიერა | |
გამოცხადებული სიმაღლე | 155[1] სმ |
გამოცხადებული წონა | 46[1] კგ |
გამოცხადებული საცხოვრებელი ადგილი | კოლუმბუსი, ოჰაიო |
მწვრთნელი | სარა დელ რეი, WWE Performance Center |
დებიუტი | 2013 წელს |
კაუფმანი დაიბადა ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსში[2]. 5 წლის ასაკში ალექსისი გაიტაცა სპორტმა და მალევე მან დაიწყო ვარჯიში მძლეოსნობაში, სოფტბოლში, კიკბოქსში და ტანვარჯიშში. ამის გარდა დაკავდა ბოდიბილდინგით და ცოტა ხნის შემდეგ მიიღო მონაწილეობა „Arnold Classic“-ში.
კაუფმანმა WWE-სთან მოაწერა ხელი კონტრაქტს 2013 წელს და იგი გაშვებულ იქნა მოსამზდებელ ცენტრ NXT-ში[3]. მისი დებიუტი შედგა 24 ივლისს NXT-ს სატელევიზიო შოუზე და იმ დღეს მან მიულოცა გამარჯვება NXT-ს პირველ ქალთა ჩემპიონს - პეიჯს[4][5]. აგვისტოში კი მისი პროფილი გამოჩნდა WWE-ს ოფიციალურ საიტზე NXT-ს წევრების რიგში[6][7]. 20 ნოემბერს ალექსამ შეასრულა NXT-ს რინგ-ანონსერის მოვალეობა[7]. 2014 წლის 6 აპრილს კი მიიღო მონაწილეობა Triple H-ის გამოსვლაში WrestleMania XXX-ზე[8][9]. 8 მაისს შედგა მისი დებიუტი რინგზე, სადაც მან მიიღო მონაწილეობა NXT-ს ქალთა ჩემპიონის ტურნირში, სადაც პირველ ტურში დაამარცხა ალიშა ფოქსი, ხოლო ნახევარფინალში მან შარლოტასთან განიცადა მარცხი[10][11][12].19 ივნისს კი მან დაამარცხა საშა ბენქსი[13].
2016 წლის 19 ივლისს, დრაფტის დროს, SmackDown!Live-ს გენერალურმა მენეჯერმა დენიელ ბრაიანმა აირჩია ალექსა ბლისი თავის ბრენდზე[14][15],ხოლო უკვე 26 ივლისს შედგა მისი დებიუტი ძირითად როსტერში. იმ დღეს იგი შევიდა კონფრონტაციაში ბეკი ლინჩთან, სანამ საქმეში არ ჩაერივნენ ბრენდის სხვა რესლერები[16]. ერთი კვირის შემდეგ, SmackDown-ზე ალექსა და ნატალია დამარცხდნენ კარმელასთან და ბეკი ლინჩთან, ნაომის და ევა მარის ჩარევის გამო. ამ ინციდენტის გამო გენერალურმა მენეჯრებმა დენიელ ბრაიანმა და შეინ მაკმენმა მიიღეს გადაწყვეტილება გაემართათ PPV SummerSlam-ზე გუნდური მატჩი ალექსა ბლისის,ნატალიის და ივა მარის გუნდსა და ნაომის,ბეკი ლინჩისა და კარმელის გუნდს შორის. მაგრამ, ივა მარიმ 18 აგვისტოს ერთთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო WWE-სგან ანტიდოპინგური პოლიტიკის დარღვევის გამო,რის შედეგადაც ევა შეცვალა ნიკი ბელამ.
11 სექტემბერს, PPV Backlash-ზე მან მიიღო მონაწილეობა ვაკანტურ Smackdown-ის ქალთა ჩემპიონის ტიტულის მატჩში 6 ადამიანს შორის, მაგრამ იგი მატჩიდან პირველივე გავარდა, იმ მატჩში კი გაიმარჯვა ბეკი ლინჩმა. 8 ნოემბერს, გლაზგოში იგი დამარცხდა ბეკი ლინჩთან სატიტულო მატჩში.
PPV Surviror Series-ზე იგი იყო SmackDown-ის გუნდის შემადგენლობაში, რომელმაც მარცხი განიცადა Monday Night Raw-ს გუნდისგან.
PPV TLC 2016-ზე მან დაამარცხა ბეკი ლინჩი სატიტულო მატჩში და გახდა ახალი SmackDown-ის ქალთა ჩემპიონი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.