From Wikipedia, the free encyclopedia
ალბერტო ტომას ბოტია რავასკო (ესპ. Alberto Tomás Botía Rabasco; 27 იანვარი 1989, მურსია, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, ლა ლიგის კლუბ „სევილიის“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ალბერტო ტომას ბოტია რავასკო | ||
დაბადების თარიღი | 27 იანვარი, 1989 | ||
დაბადების ადგილი | მურსია, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 188 | ||
სათამაშო პოზიცია | ცენტრალური მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ოლიმპიაკოსი | ||
ნომერი | 3 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2000–2003 | მურსია | ||
2003–2006 | ბარსელონა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2006–2009 | ბარსელონა ბ | 59 | (3) |
2009–2010 | ბარსელონა | 1 | (0) |
2009–2010 | → სპორტინგი | 26 | (0) |
2010–2012 | სპორტინგი | 62 | (2) |
2012–2014 | სევილია | 18 | (1) |
2013–2014 | → ელჩე | 33 | (0) |
2014– | ოლიმპიაკოსი | 50 | (7) |
ეროვნული ნაკრები | |||
2009 | ესპანეთი 20 წლ. | 8 | (1) |
2009–2011 | ესპანეთი 21 წლ. | 17 | (0) |
2012 | ესპანეთი 23 წლ. | 4 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბოტიამ საფეხბურთო კარიერა მშობლიურ „მურსიაში“ დაიწყო. 2003 წელს ბარსელონას ახალგაზრდულ გუნდში მოხვდა. 2009 წლის 30 მაისს ჰქონდა დებიუტი ძირითად შემადგენლობაში სეზონის უკანასკნელ მატჩში „დეპორტივოს“ წინააღმდეგ. 2009 წლის 14 ივლისს გადავიდა ხიხონის „სპორტინგში“ 1 წლიანი არენდით. ერთი წლის შემდეგ კი „ხიხონურ“ კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, „ბარსელონამ“ კი მისი გამოსყიდვის უფლება დაიტოვა, 2012 წლის ზაფხულში ალბერტო ანდალუსიურ „სევილიაში“ გადაბარგდა.
2011 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ყველა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ნაკრებთან ერთად ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. 2011 წლის 25 აგვისტოს ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ბოტია ნაკრებში გამოიძახა. ჩილეს ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად და ლიხტენშტეინთან ევრო 2012-ის შესარჩევი მატჩის გასამართად, თუმცა დელ ბოსკეს ის მოედანზე არ გაუყვანია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.