From Wikipedia, the free encyclopedia
ათენის აკროპოლისი — აკროპოლისი ქალაქ ათენში. მდებარეობს 156-მეტრიან კლდოვან ბორცვზე. 1987 წელს იუნესკომ ძეგლი შეიყვანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
ათენის აკროპოლისი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iii, iv, vi |
სია | |
რეგიონი** | ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა |
კოორდინატები | 37°58′17″ ჩ. გ. 23°43′34″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1987 (მე-11 სესია) |
ნომერი | 404 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 404 ინგლ. • რუს. • ფრ. |
აკროპოლისი ბერძნული სიტყვაა და ზედა ციხეს ნიშნავს. აკროპოლისი წარმოადგენდა ციხესიმაგრეს, რომელსაც ომიანობის დროს თავს აფარებდა ქალაქის მოსახლეობა. მიკენის პერიოდში (ძვ. წ. XV-XIII სს.) წარმოადგენდა გამაგრებულ სამეფო რეზიდენციას. ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებში აკროპოლისში ფართომასშტაბიანი მშენებლობა დაიწყო. ტირან პისისტრატეს დროს (ძვ. წ. 560-527 წწ.) სამეფო სასახლის ადგილზე აშენდა ქალღმერთ ათენას ტაძარი. ძვ. წ. 480 წელს ბერძენ-სპარსელთა ომების დროს აკროპოლისი დაანგრიეს სპარსელებმა.
ძვ. წ. 447 წელს პერიკლეს ინიციატივით აკროპოლისზე იწყება ახალი სამშენებლო ეტაპი. მშენებლობას ხელმძღვანელობს ცნობილი ბერძენი არქიტექტორი ფიდიასი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.