ათანასე I (ალექსანდრიის პატრიარქი)
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ათანასე I დიდი (დ. დაახლ. 297 — გ. 373) — ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 2 მაისი, ახალი სტილით - 15 მაისი.
Remove ads
Remove ads
ბიოგრაფია
წმინდა პატრიარქი დაახლოებით 297 წელს დაიბადა ალექსანდრიაში. მან დიაკვნის ხარისხში მიიღო მონაწილეობა ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე 325 წელს და წამოაყენა წინადადება, ევსების მიერ შემოთავაზებული ფორმულისათვის დაემატებინათ ერთადერთი, უმოკლესი განსაზღვრება - „ერთარსი მამისა“. წმინდა ათანასე ალექსანდრიის ეკლესიას 325-373 წლებში განაგებდა. ამ ხნის განმავლობაში მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა მოუხდა. იყო დრო, როცა ნეტარი ერთადერთ მართლმადიდებელ ეპისკოპოსად რჩებოდა და უკაცრიელი თავშესაფრიდან ეპისტოლეებითა და ტრაქტატებით ამხელდა არიანელებს.
მხცოვანმა მღვდელმთავარმა 373 წელს შეჰვედრა სული უფალს. მისი ხსენება წელიწადში ორჯერ აღესრულება - 15 მაისს და 31 იანვარს, წმინდა კირილე ალექსანდრიელთან ერთად.
Remove ads
ლიტერატურა
- „წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads