From Wikipedia, the free encyclopedia
ავსტრალიური ღვინო — ავსტრალიაში წარმოებული ღვინო, რომელიც მსოფლიოში ღვინის უდიდესი ექსპორტიორია. დაახლოებით 800 მილიონიდან 1,2 - 1,3 მილიარდ ლიტრამდე ყოველწლიურად ექსპორტზე გადის საზღვარგარეთის ბაზრებზე. [1] ღვინის ინდუსტრიას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ავსტრალიის ეკონომიკაში წარმოების, დასაქმების, ექსპორტისა და ტურიზმის გზით. [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
ღვინო იწარმოება ყველა შტატში. 60–ზე მეტი დასახელებული ღვინის რეგიონით, ჯამში დაახლოებით 160,000 ჰექტარი უჭირავს ვენახს. ამასთან, ავსტრალიის ღვინის რეგიონები ძირითადად ქვეყნის სამხრეთ, გრილ ნაწილებში მდებარეობს. ვენახები განლაგებულია სამხრეთ ავსტრალიაში, ვიქტორიაში, დასავლეთ ავსტრალიაში, ტასმანიასა და კუინზლენდში. თითოეულ ამ შტატში არსებული ღვინის რეგიონები აწარმოებენ სხვადასხვა ღვინის ჯიშებსა და სახეობებს. შესამჩნევია რეგიონებს შორის კლიმატური განსხვავებები, ტოპოგრაფია და ნიადაგის ტიპები. ძირითადი ჯიშებია უპირატესად შირაზი, კაბერნე სოვინიონი, შარდონე, მერლო, სემილონი, პინო ნუარი, რისლინგი და სოვინიონ ბლანი. ღვინოების ეტიკეტირება უმეტესად ხდება მათი ყურძნის ჯიშის სახელწოდების მიხედვით, რომელიც ღვინის არანაკლებ 85 პროცენტს უნდა შეადგენდეს.
კეთილი იმედის კონცხიდან ვაზის კალმები ახალი სამხრეთი უელსის საჯარიმო კოლონიაში შეიტანა გუბერნატორმა ფილიპმა (1788). ამ პირველი ვაზისგან ღვინის დაყენების მცდელობა ჩაიშალა, მაგრამ მოთმინების წყალობით, სხვა მკვიდრებმა მოახერხეს მეღვინეობისთვის ვაზის გაშენება და ავსტრალიაში დამზადებული ღვინო გასაყიდად ხელმისაწვდომი იყო 1820-იანი წლებისთვის. [9] 1822 წელს გრეგორი ბლექსლენდი გახდა პირველი ადამიანი, ვინც ავსტრალიური ღვინო გაიტანა ექსპორტზე და იყო პირველი მეღვინე, რომელმაც მოიგო ჯილდო საზღვარგარეთ. [10] 1830 წელს ჰანტერის ხეობაში გაშენდა ვენახები. [11]
ადრეულ ეტაპზე ავსტრალიელ მეღვინეებს მრავალი სირთულე შეექმნათ, განსაკუთრებით ავსტრალიის უცნობი კლიმატის გამო. მაგრამ რადგან ის თბილი, მშრალი და ხმელთაშუაზღვისპირეთია, ავსტრალიას იდეალურს ხდის ღვინის წარმოებისთვის. მათ საბოლოოდ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. [12] ავსტრალიური ღვინოები განაგრძობდნენ პრიზების მოპოვებას საფრანგეთის კონკურსებში. ამ პროცესებზე დამანგრეველი გავლენა იქონია ფილოქსერას ეპიდემიამ.
ავსტრალია სწრაფად გახდა მსოფლიო ლიდერი მის მიერ წარმოებული ღვინოების რაოდენობით და ხარისხით. მაგალითად, ავსტრალიის ღვინის ექსპორტი აშშ–ში გაიზარდა და 2000 წელს, პირველად ისტორიაში, მან ექსპორტზე უფრო მეტი ღვინო გაიტანა დიდ ბრიტანეთში, ვიდრე საფრანგეთმა.
2019 წლიდან 2020 წლამდე საზაფხულო ხანძრებმა მეღვინეობაზე უარყოფითი გავლენა იქონია. ცეცხლმა და კვამლმა გავლენა მოახდინა ღვინის არომატზე. განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა ადელაიდა ჰილსის ღვინის რეგიონი, სადაც ვენახების 30 პროცენტამდე განადგურდა. [13] ზოგიერთმა მეღვინემ იპოვა ინოვაციური გზები დაბინძურებული ყურძნის პრობლემის მოსაგვარებლად. [14]
ყურძნის ძირითადი ჯიშებია შირაზი, პინო ნუარი, კაბერნე სოვინიონი, [15] მერლო, შარდონე, სოვინიონ ბლანი, სემილონი და რისლინგი . ქვეყანას არ აქვს ადგილობრივი ყურძენი. ევროპული ვაზის ჯიშები ევროპიდან და სამხრეთ აფრიკიდან XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. ზოგიერთი ჯიშის ვაზის ავსტრალიელმა მევენახეებმა გამოიყვანეს, მაგალითად, სიენა და ტარანგო .
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სირას ავსტრალიაში შირაზს უწოდებოდნენ, სხვაგან კი სირა ეწოდებოდა, მისმა სწრაფმა კომერციულმა წარმატებამ მსოფლიოს ბევრი სირას მწარმოებელი აიძულა თავიანთი ღვინის „შირაზის“ სახელით ეტიკეტირება.
ავსტრალიაში კომერციული მეღვინეები 130-მდე ყურძნის სხვადასხვა ჯიშს იყენებენ. ბოლო წლების განმავლობაში მრავალი მეღვინე ხელახლა აღმოაჩენს ე.წ. „ალტერნატიულ ჯიშებს“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.