Remove ads
ქართველი პროზაიკოსი, ჰიმნოგრაფი, ასტრონომი From Wikipedia, the free encyclopedia
ტბელი აბუსერისძე (დ. დაახლოებით 1190 — გ. 1240) — ქართველი პროზაიკოსი, ჰიმნოგრაფი, მწიგნობარი და ასტრონომი. ხიხათის (აჭარის) ერისთავთერისთავის ივანეს შვილი და ძმა ქართული კულტურის მეცენატებისა — ვარდან და აბუსერ აბუსერიძეებისა. კანონიზირებულია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ და მოიხსენიება 17/30 აგვისტოს. 2020 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაწესდა ტბელი აბუსერისძის ორდენი.
ტბელი აბუსერისძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1190 |
გარდ. თარიღი | 1240 |
საქმიანობა | ასტრონომი და პროზაიკოსი |
ტბელი აბუსერისძე ავტორია რელიგიურ-ისტორიული თხზულებისა:
რელიგიურ-ისტორიული თხზულება აღწერს აჭარელი გლეხის, ხელობით კალატოზის, ბოლოკ-ბასილის სამშენებლო საქმიანობას შუარტყალში. შეიცავს აბუსერისძეთა საგვარეულო მატიანეს, აგრეთვე იმდროინდელი ყოფა-ცხოვრებისა და ზნე-ჩვეულებების მნიშვნელოვან ცნობებს, მდიდარია კონკრეტული ისტორიული ხასიათის მონაცემებითაც. ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატი ვრცელი საკალენდრო ცნობარია, რომელშიც განხიხულია წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემის ღირსება-ნაკლოვანებანი და მოცემულია საეკლესიო დღესასწაულთა და მთვარის ამოსვლა-ჩასვლის მზა ცხრილები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.