From Wikipedia, the free encyclopedia
აბზელილოვოს რაიონი[2][3][4] (ბაშკ. Әбйәлил районы; რუს. Абзелиловский район) — მუნიციპალური რაიონი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაცია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია სოფ. ასკაროვო.
აბზელილოვოს რაიონი Абзелиловский район | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | ასკაროვო[1] | ||||
შიდა დაყოფა | Askarovsky selsoviet, Amangildinsky selsoviet, Baimovsky selsoviet, Burangulovsky selsoviet, Gusevsky selsoviet, Davletovsky selsoviet, Kirdasovsky selsoviet, Krasnobashkirsky selsoviet, Ravilovsky selsoviet, Tashbulatovsky selsoviet, Tashtimerovsky selsoviet, Khalilovsky selsoviet, Khamitovsky selsoviet და Yangilsky selsoviet | ||||
კოორდინატები | 53°25′00″ ჩ. გ. 58°30′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 20 აგვისტო, 1930 | ||||
ფართობი | 4289 კმ² | ||||
სალაპარაკო ენები | ბაშკირული, რუსული | ||||
მოსახლეობა | 44 888 კაცი (2016) | ||||
სიმჭიდროვე | 10,47 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | ბაშკირები, რუსები, თათრები | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC+5 | ||||
ოფიციალური საიტი | abyalil.ru | ||||
რაიონი მდებარეობს ბაშკირეთის ურალისპირეთის ცენტრალურ ნაწილში. მისი ტერიტორიის ფართობია 4,3 ათ. კმ². რაიონის ტერიტორიის ნაწილი დაფარულია ტყით. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე დიდი და პატარა კიზილი, იანგელკა, სათავეს იღებს მდინარე საკმარა, რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს 33 ტბა. რაიონზე გაივლის ურალთაუსა და ირენდიკის ქედები, რომელთა გაგრძელებასაც წარმოადგენს ქედი კრიკტითაუ (უმაღლესი მწვერვალი მთა კარატაში — 1118 მ.).
ბაშკირეთის ყველაზე ღრმა ტბა არის ბანოე (28 მ.), აქვე მდებარეობს მარილიანი ტბა მულდაკული, ორივე მათგანი ბუნების ძეგლია 1965 წლიდან. მულდაკულის ტბაზე მდებარეობს ბაშკირეთში ერთადერთი თევზსაშენი.
ურალში ყველაზე ძველი არქეოლოგიური ძეგლად ითვლება პირველყოფილი ადამიანის სადგომი ურტა-ტუბე, რომელიც მდებარეობს ტბა კარაბალიკტის ნაპირზე[5].
აბზელილოვოს რაიონი დაარსდა 1930 წლის 20 აგვისტოს, როდესაც სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოხდა ბაშკირეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანტონებად დაყოფის გაუქმება და როდესაც შეიქმნა 48 რაიონი. აბზელილოვოს რაიონი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. 1950-იანი წლებიდან მოიპოვებენ ოქროს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კუსიმოვის, ელემბეტოვისა და ნიაზგულოვის საბადოებში მოიპოვებდნენ მარგანეცს მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატისათვის. რაიონი ასევე მდიდარია მარმარილოს, იასპისა და კირქვის საბადოებით.
2010 წლის რუსეთის საყოველთაო აღწერების მიხედვით აქ ცხოვრობენ: ბაშკირები — 88,6 %, რუსები — 8,6 %, თათრები — 1,6 %, სხვა ეროვნების პირები — 1,2 %[6].
აბზელილოვოს რაიონში არის 91 დასახლებული პუნქტი, რომლებიც ერთიანდებიან 15 სასოფლო დასახლებაში[7][8].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.