Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
აბაზგები (ბერძ. Αβασγοί) — ძველი აფხაზური ტომი. პირველად იხსენიებს არიანე ფლავიუსი (II ს.). იმ დროს აბაზგები აფსილების ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ და დაახლოებით ახლანდელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ეკავათ. აბაზგებს ჰქონდათ თავიანთი სამთავრო — აბაზგია. ამ დროისათვის სახლობდნენ დაახლოებით სოხუმსა და მდინარე კოდორს შორის, აფშილების ჩრდილოეთით და ვასალურ დამოკიდებულებაში იყვნენ რომის იმპერიასთან. მათი ეთნიკური კუთვნილების შესახებ წყაროებში ცნობები არ მოგვეპოვება. სახელწოდების მიხედვით მკვლევართა ნაწილი მათ მიიჩნევს თანამედროვე აფხაზთა წინაპრებად, ხოლო ნაწილი ქართველურ ტომად. თვით სახელწოდება „აბაზგი“ ეთნონიმ „აფხაზის“ ბერძენთაგან შეცვლილი ფორმაა. სხვა შეხედულებით უკავშირდება ეთნონიმ „აბაზა“-ს. IV საუკუნისათვის აბაზგებმა უფრო ჩრდილოეთით გადაინაცვლეს და დაიკავეს ტერიტორია სოხუმის ჩრდილოეთით, რითაც შეავიწროეს მათ ჩრდილოეთით მცხოვრები სანიგების ტომი, ამასთან გახდნენ ეგრისის სამეფოს ქვეშევრდომნი. VI საუკუნის შუა წლებში, ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანე I-ის დროს, მოხდა მათი გაქრისტიანება, თუმცა ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის ცნობით, მათში ამ დროსაც ძლიერი იყო წარმართული რწმენა. ევაგრიოს სქოლასტიკოსის ცნობით იუსტინიანემ ააგო აბაზგიაში ღვთისმშობლის ტაძარი და დაუყენა მათ ღვთისმსახურები.[1]
VII საუკუნის I ნახევრიდან ეთნონიმი აბაზგები აერთიანებდა ამ მხარეში მოსახლე ყველა ტომს (როგორც საკუთრივ აბაზგებს, ისე აფშილებს, მეგრელ-ჭანებს, სვანებს) და შინაარსობრივად უდრიდა ქართულ ტომობრივ ტერმინს „აფხაზს“. VIII საუკუნის შემდეგ უცხოური წყაროები აბაზგებს უწოდებენ როგორც საკუთრივ აფხაზებს, ისე ზოგჯერ დასავლეთ საქართველოს (აფხაზთა სამეფოს) მთელ მოსახლეობასაც, ხან კი საერთოდ ქართველებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.