БТР-70 — საბჭოთა 8 ბორბლიანი ჯავშანტრანსპორტიორი (ინგლ. armored personnel carrier; რუს. бронетранспортер). მისი პირველი განვითარება მოხდა 1960 წელს. 1972 წლის 21 აგვისტოს მიიღეს შეიარაღებაში, ცოტა ხნის შემდეგ კი გადასცეს ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებს და ასევე საბჭოთა კავშირის მოკავშირეებს. მისი პირველი წარდგენა მოხდა, მანამ, სანამ მის წინამორბედ БТР-60-ს წარადგენდნენ, რომელიც ძალიან ჰგავდა (БТР-60პბ) БТР-70-ს. განსხვავება კი იყო, რომ მას ჰქონდა გაძლიარებული ჯავშანი და დამატებული ჰქონდა 2 გვერდიდან გამოსასვლელი კარები. თუმცა იყო პატარა ზომის და ხშირად ბორბლებში ვარდებოდნენ ხოლმე. БТР-60-ის მძიმე ტყვიამფრქვევი და მსუბუქი ტყვიამფრქვევი, ПКТ კი იგივე დაუტოვეს. მისი ამფიბიური შესაძლებლობები ძალიან ცოტა იყო. რუმინელებმა БТР-70-ის ლიცენზირებული გამოშვება (ТАБ-77) დაიწყეს.
БТР-70 | |
---|---|
БТР-70 | |
მოდიფიკაცია | |
საბრძოლო წონა, ტ | 11 |
ეკიპაჟი, კაცი | 3 ადამიანი |
დესანტი, კაცი | 11 |
ისტორია | |
გამოშვების წელი(წლები) | 1972 |
ექსპლუატაციის წელი(წლები) | 1972-დღემდე |
ძირითადი ოპერატორები | საბჭოთა კავშირი |
ზომები | |
კორპუსის სიგანე, მმ | 2.32 მ |
სიმაღლე, მმ | 2.80 |
კლირენსი, მმ | 430 |
ჯავშანი | |
იარაღის ნიღაბი, მმ/გრად. | 9მმ |
შეიარაღება | |
ქვემეხის კალიბრი და მარკა | 115მმ |
ქვემეხის ტიპი | გლუვლულიანი |
ქვემეხის საბრძოლო მარაგი | 40 |
ტყვიამფრქვევები | 12,7 მმ КПВТ და 7,62მმ ПКТ |
მობილურობა | |
ძრავის ტიპი | ბენზინის 2 ЗМЗ-4905 120 ც.ხ.ძ.ლ. |
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. | 120 |
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ | 80 წყალში 9 |
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ | 500-600 კმ |
სპეციალური სიმძლავრე, ც.ძ. | 15,7 |
აღჭურვილობა
БТР-70 აღჭურვილი იყო ორი ბენზინის ძრავით. მის ადრინდელ მიდიფიკაციას ГАЗ-69Б-ს ჰქონდა 6 ცილინდრიანი 115 ცხენის ძალიანი ძრავა. თუმცა ახლანდელ მოდიფიკაციას დაუყენეს უფრო ძლიერი ЗМЗ-49-05 В-8 ძრავა. ასევე აღჭურვილი იყო რადიო გადამცემით Р-123М. მძროლის ადგილი შედგებოდა ოპტიკური ხელსაწყო 2 ТНПО-115-თი და დღის ТНП-Б, რომელიც შემდგომ ჩაანაცვლა ღამის ხედვის ხელსაწყომ, ТВНО-2Б-მ. მეთაურს კი ჰქონდა 3 ცალი ТНПО-115 და ТПКУ-2Б დღის ან ТКН-1С. კოშქურაზე დაყენებული იყო პერისკოპული სამიზნე მეტყვიამფრქვევისთვის, შეიარაღებაშ კი ჰქნდა მძიმე ტყვიამფრქვევი КПВ Т-500 ტყვიით და 7,62მმ ПКТ. ასევე ყენდბოდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები Игла ან Стрела-3
მოდიფიკაციები
რუსეთი БТР-70V-გაუკეთეს ახალი კოშკურა BPU-1 და კვამლის ყუმბარები
БТР-70D-ჰქონდა დიზელის ძრავა 120 ცხენის ძალიანი YaMZ-236D
БТР-70K-სამეთაურო ვარიანტი რომელსაც დამატებული ჰქონდა რადიოებო,ანტენები და გენერატორი
BTR-70KShM-სამეთაურო საკონტროლო ვარიანტი რომელიც იყო პატარა სამეთაურო მანქანა
2S14 "Zhalo-S"-ტანკისმკვლელი მოდიფიკაცია რომელიც შეიარაღებული იყო 85მმ ქვემეხით
SA-22 - სამეთაურო ვარიანტი
BTR-80-BTR-70-ის მოდერნიზებული ვარიანტო
უკრაინა BTR-70D-დაყენებული ჰქონდა ახალი 300 ცხენისძალიანი ძრავა
BTR-70DI-დაყენებული ჰქონდა ახალი ივეკოს ძრავა 276 ცხენის ძალიანი რომელიც შედის უკრაინის და საქართველოს შეიარაღებაში
BTR-70SM-სანიტარული მოდიფიკაცია
აღმოსავლეთ გერმანია
SPW 70(S)-დამატებული ჰქონდა 2 რადიო და 2-3 ანტენა
SPW 70(SL)-ჰქონდა საჰაერო კონტროლის ანტენა R-809M2
სლოვაკეთი/ბელორუსია
Cobra-K-ჰქონდა 2A42-Cobra ქვემეხი და დამატებული ჰქონდა ახალი ძრავა KamAZ-7403
BREM-ბტრ-70ზე შექმნილი საინჟინრო მანქანა
რუმინეთი
TAB-77-ლიცენზირებული კოპიო რომელიც ექსპორტზე გადიოდა
TAB-77 M1983-ჰქონდა 30მმ ქვემეხი და ტანკსაწინააღმდეგო მალიუტკა
TAB-77 M1984-ჰქონდა 23მმ ქვემეხი და ტანკსაწინააღმდეგო მალიუტკა
TAB-77A PCOMA-საარტილერიო სამეთაურო ვარიანტი რომელსაც შეიარაღებაში ჰქონდა 7.62მმ ტყვიამფრქვევი
TABC-79-შემსუბუქებული ვარიანტი რომელიც იყო 4x4
Chinese TAB-77-ჩინური ლიცენზირებული კოპიო TAB-77-ის
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.