From Wikipedia, the free encyclopedia
Vevo — ვიდეო-ჰოსტინგ სერვისი, რომელსაც ფლობს და ამუშავებს Universal Music Group-ის (UMG), Google-ის, Sony Music Entertainment-ისა (SME) და Abu Dhabi Media-ს ერთობლივი საწარმო.[2] გაეშვა 2009 წლის 8 დეკემბერს.[3] Vevo-ს ვიდეოები გაერთიანებულია ვებ-სივრცეში,[4] სარეკლამო შემოსავალს იყოფენ Google და Vevo.[5]
ტიპი | ერთობლივი საწარმო |
---|---|
დარგი | მულტიმედია, მუსიკა |
დაფუძნდა | 8 დეკემბერი, 2009 |
სათავო ოფისი | ნიუ-იორკი, აშშ |
მმართველი |
რიო კარაეფი (CEO) |
შემოსავალი | 760 მლნ $ (2013)[1] |
მფლობელი |
Universal Music Group Sony Music Entertainment Abu Dhabi Media |
საიტი | vevo.com |
Vevo-ს შემოთავაზებულ მუსიკალურ ვიდეოებს შორისაა სამი უმსხვილესი ხმის ჩამწერი სტუდიიდან ორის პროდუქცია — UMG-სა და SME-ის. გაშვებიდან სულ მალე, თავისი პროდუქცია Vevo-სათვის ლიცენზირებული გახადა EMI-მაც; 2012 წელს ის UMG-ს გადაეცა.[6][7] თავდაპირველად, Vevo-თვის თავისი კონტენტის ჰოსტინგს გეგმავდა Warner Music Group-იც,[8] თუმცა მან კავშირი მეტოქე MTV Networks-თან დაამყარა.[9]
Vevo-ს კონცეპტი აღწერილი იყო, რომ ის უნდა ყოფილიყო Hulu მუსიკალური ვიდეოებისათვის,[5] მთავარი მიზანი კი მაღალშემოსავლიანი რეკლამების მოზიდვა იყო.[10] საიტის შემოსავლის სხვა წყაროები იყო სავაჭრო მაღაზიები[11] და ბმულები, რომლებიც ნანახი ვიდეოების შეძენის შესაძლებლობას იძლეოდა Amazon MP3-სა და iTunes-ზე.[12] 2008 წლის 20 ნოემბერს, UMG-მ დომენის სახელად Vevo.com მიიღო.[13] საიტზე თავისი კონტენტის დამატების შეთანხმებას 2009 წლის ივნისში მიაღწია SME-მ. 2009 წლის 8 დეკემბერს საიტი გაეშვა და იმავე თვეს, გადაუსწრო MySpace Music-ს და იგი ნომერი პირველი ყველაზე მონახულებადი მუსიკალური საიტი გახდა შეერთებულ შტატებში.[14][15]
2012 წლის ივნისში, Vevo-მ გაუშვა თავისი სერტიფიცირებული ჯილდოები, რომელიც გადაეცემა შემსრულებელს, რომლის ნამუშევარსაც Vevo-სა და მის პარტნიორ საიტებზე (მათ შორის YouTube) 100 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.[16]
Vevo ამჟამად ხელმისაწვდომია ავსტრალიაში, ბრაზილიაში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ირლანდიაში, ტანზანიაში, იტალიაში, მექსიკაში, ნიდერლანდებში, ახალ ზელანდიაში, პოლონეთში, სომხეთში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.[17] საიტის ხელმისაწვდომობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2010 წლისთვის იგეგმებოდა,[18] მაგრამ 2013 წლის 25 ივნისისათვის, იგი ჯერ კიდევ მიუწვდომელი იყო ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს გარეთ.[19] Vevo-ს ოფიციალური ბლოგის თანახმად, გადავადების მიზეზი ლიცენზირების საკითხები გახდა.[20] Vevo-ს ვიდეოთა უმეტესი ნაწილის ხილვა სხვა დანარჩენ ქვეყნებში YouTube-ის საშუალებითაა შესაძლებელი, თუმცა, ზოგიერთ ვიდეოზე მომხმარებელს ხვდება შეტყობინება: „ამტვირთავმა ეს ვიდეო თქვენი ქვეყნისათვის ხელმისაწვდომი არ გახადა“.[21] 2011 წლის 26 აპრილს, Vevo-ს სერვისი გაეშვა გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში.[22]
2012 წლის 26 აპრილს, Vevo გაეშვა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში კომპანია MCM Entertainment-ის მიერ. 2012 წლის 14 აგვისტოს, ბრაზილია პირველი ლათინოამერიკული ქვეყანა გახდა, სადაც ვივოს სერვისი გახდა ხელმისაწვდომი.[23] მის გაშვება ლათინური ამერიკის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში იგეგმება. 2012 წლის 15 ნოემბერს ვივო გაეშვა ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში.[24] 2013 წლის 3 აპრილს, Vevo ხელმისაწვდომი გახდა ნიდერლანდში,[25] ამავე წლის 17 მაისს კი პოლონეთში.[26] 2013 წლის 29 სექტემბერს Vevo-მ განაახლა საკუთარი აპლიკაცია iOS პლატფორმაზე, რაც სერვისის გერმანიაში შესვლასთან იყო დაკავშირებული. 2014 წლის 30 აპრილს ვივო მექსიკაშიც გაეშვა.[27] On April 30, 2014, Vevo was launched in Mexico.[28]
Vevo ასევე ხელმისაწვდომია ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Android, iOS, Windows Phone, Windows 8, Fire OS, Google TV, Apple TV, Boxee, Roku და Xbox 360.[29][30]
2013 წლის 12 მარტს ვივომ გაუშვა Vevo TV — რეკლამირების მქონე ინტერნეტ-ტელევიზია, რომელიც 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს. არხი ხელმისაწვდომია მხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში, თუმცა მაუწყებლობის დაწყება სხვა ქვეყნებშიც იგეგმება.[31]
Vevo-ზე არსებული ვიდეოების ვერსიები, რომლებიც შეიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა მაგალითად უხამსი სიტყვები, შესაძლებელია შესწორდეს.[32] ეს კი Vevo-ს საშუალებას აძლევს, რომ მისი ქსელი უფრო მიმზიდველი გახდეს ისეთი სარეკლამო პარტნიორებისათვის, როგორიცაა McDonald's-ი.[32] Vevo-ს განცხადებით, მას არ გააჩნია სპეციალური პოლიტიკა ან სიტყვათა სია, რომლებიც აკრძალულია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.