Traveling Wilburys
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
Traveling Wilburys — 1980-იანი წლების ბოლოს შექმნილი სუპერჯგუფი. მასში შედიოდა მსოფლიო როკ და პოპ მუსიკის ხუთი ვარსკვლავი: ჯორჯ ჰარისონი, ჯეფ ლინი, როი ორბისონი, ტომ პეტი და ბობ დილანი. ჯგუფმა თავისი ორწლიანი არსებობის მანძილზე ჩაწერა ორი ალბომი.
Traveling Wilburys | |
---|---|
The Traveling Wilburys 1988 წელს ზევით: ჯეფ ლინი, ტომ პეტი ქვევით: როი ორბისონი, ბობ დილანი, ჯორჯ ჰარისონი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | მალიბუ, კალიფორნია |
ჟანრ(ებ)ი | ფოლკ-როკი, ქანთრი-როკი, რუტს-როკი, ჰარტლენდ-როკი |
აქტიური | 1988 | –1990
ლეიბლ(ებ)ი | Wilbury / Warner Bros. |
ყოფილი წევრები |
ბობ დილანი ჯორჯ ჰარისონი ჯეფ ლინი როი ორბისონი ტომ პეტი ჯიმ კელტნერი |
საიტი | |
Traveling Wilburys ვიკისაწყობში |
სიტყვა Wilburys იყო სლენგი, რომელიც მოიგონეს ჯორჯ ჰარისონმა და ჯეფ ლინმა 1987 წელს ჰარისონის Cloud Nine ალბომის ჩაწერის პერიოდში, როგორც სტუდიის ჩამწერი მოწყობილობებისათვის შექმნილი მოფერებითი სახელი. ჰარისონი მიუთითებდა რა აპარატურის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, ხუმრობით მიანიშნებდა ლინს: „We'll bury 'em in the mix“. ეს ტერმინი იქნა გამოყენებული ხელმეორედ, როდესაც მთელი ჯგუფი ერთად შეიკრიბა. ჰარისონმა ჯგუფის დასახელებად წამოაყენა The Trembling Wilburys, ამის ნაცვლად კი ლინმა შესთავაზა Traveling, რომელიც ჯგუფმა მოიწონა. ამერიკულად დაწერილი Traveling ბრიტანული Travelling-ის ნაცვლად იმიტომ გამოიყენეს, რომ ჯგუფმა მოღვაწეობა დაიწყო შეერთებულ შტატებში, ხოლო შემადგენლობაში იყვნენ სამი ამერიკელი და ორი ბრიტანელი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.