From Wikipedia, the free encyclopedia
The Mamas & the Papas — ამერიკული ფოლკ-როკ ვოკალური ჯგუფი, რომელიც მოღვაწეობდა 1965-1968 წლებში და დროებით გაერთიანებდა 1971 წელს. მასში შედიოდნენ ჯონ ფილიპსი (1935–2001), დენი დოერტი (1940–2007), კას ელიოტი (1941–1974) და მიშელ ფილიპსი (გილიამი, დ. 1944). ჯგუფის ჟღერადობა აგებული იყო ვოკალურ ჰარმონიებზე, რომ ჯონ ფილიპსის არანჟირებით[2], რომელიც იყო სიმღერების ავტორი, მუსიკოსი და ჯგუფის ლიდერი. მისი ინიციატივით მოხდა ხალხური მუსიკის ბიტ-მუსიკასთან შეერთება.
The Mamas & the Papas | |
---|---|
მარცხნიდან მარჯვნის: მიშელ ფილიპსი, კას ელიოტი, დენი დოერტი და ჯონ ფილიპსი Ed Sullivan Show-ს ეთერში, 1967. | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ[1] |
ჟანრ(ებ)ი |
|
აქტიური | 1965–1968, 1971 |
ლეიბლ(ებ)ი | Dunhill |
წევრები |
|
საიტი | themamasandthepapasofficial.com |
The Mamas & the Papas ვიკისაწყობში |
ჯგუფმა ოთხწლიანი შემოქმედების პერიოდში საერთო ჯამში გამოსცა ხუთი სტუდიური ალბომი და 17 სინგლი. უკანასკნელებიდან ექვსი მოხვდა Billboard-ის საუკეთესო ათეულში და მსოფლიოში თითქმის 40 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა.[3] 1998 წელს მუსიკალურ ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის ჯგუფი შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.