The Concert for Bangladesh — ინგლისელი მუსიკოს ჯორჯ ჰარისონის და მისი მეგობრების საკონცერტო ალბომი, რომელიც ჩაიწერა ბანგლადეშისთვის დასახმარებელ საქველმოქმედო კონცერტზე, 1971 წლის 1 აგვისტოს. ომის შედეგად, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ ქვეყანაში, დაზარალდა უამრავი ბენგალელი. კონცერტი ითვალისწინებდა სწორედ მათ დახმარებას. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი დიდი საქველმოქმედო კონცერტი როკ-მუსიკის ისტორიაში.

სწრაფი ფაქტები All Things Must Pass, საკონცერტო ალბომი — ჯორჯ ჰარისონი და მეგობრები ...
All Things Must Pass
საკონცერტო ალბომი
ჯორჯ ჰარისონი და მეგობრები
გამოცემის თარიღი 20 დეკემბერი 1971 (აშშ)
7 იანვარი 1972 (ბრიტანეთი)
24 ოქტომბერი 2005 (რემასტერი)
ჩაიწერა 1 აგვისტო 1971
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 102:57 (1971)
99:32 (2005)
ლეიბლი Apple/EMI (აშშ)
Epic/Sony Music (ბრიტანეთი)
Apple/Rhino (2005 წლის ვერსია)
პროდიუსერი ჯორჯ ჰარისონი, ფილ სპექტორი
ჯორჯ ჰარისონი და მეგობრები — ქრონოლოგია
All Things Must Pass
(1970)
All Things Must Pass
(1971)
Living in the Material World
(1973)
ალტერნატიული გარეკანი

2005 წლის გამოცემის გარეკანი
დახურვა
მეტი ინფორმაცია მიმოხილვების ქულები, წყარო ...
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic5/5 stars[1]
Blender4/5 stars[2]
Mojo4/5 stars[3]
MusicHound4/5[4]
Music Story4/5 stars[5]
Q4/5 stars[6]
Record Collector4/5 stars[7]
Rolling Stone5/5 stars[8]
Uncut5/5 stars[9]
Virgin Encyclopedia of Popular Music4/5 stars[5]
დახურვა

კონცერტი

მას შემდეგ, რაც რავი შანკარის დახმარებით გაეცნო იმჟამინდელ აღმოსავლეთ პაკისტანში არსებულ სიტუაციას, ჰარისონმა ორგანიზება გაუწია ორ საქველმოქმედო კონცერტს. ამასთან, ჩაიწერა და წინასწარ გამოიცა სინგლი Bangladesh. ჰარისონთან ერთად ამ პროექტში მონაწილეობდნენ: ერიკ კლეპტონი, ბობ დილანი, ბილი პრესტონი, ბედფინგერი, ლეონ რასელი, შანკარი და რინგო სტარი.

ჰარისონმა თავაზიანად შეეცადა ჯონ ლენონის და პოლ მაკ-კარტნის შემოერთება, მაგრამ მაკ-კარტნი თვლიდა, რომ The Beatles-ის გაერთიანებისათვის ჯერ ნაადრევია. ლენონს შეეძლო მონაწილეობის მიღება, მაგრამ ჰარისონს არ სურდა, რომ მასთან ერთად კონცერტზე იოკო ონოც მოსულიყო, ამიტომაც ლენონმა უარი თქვა გამოსვლაზე.

1 აგვისტოს გაიმართა ორი კონცერტი. ორივეს დიდი წარმატება ხვდა წილად, ამასთან, ორივე დიდი ინტერესით გაშუქდა. პირველივე დღეებში, შემოსული თანხის ნაწილი, 243,418.50 აშშ დოლარის ოდენობით, ჩეკის სახით გადაეგზავნა ორგანიზაციას UNICEF, რომელსაც უნდა ეზრუნა თანხის ბანგლადეშის მოსახლეობისათვის განაწილებაზე. ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ აქციაში, კმაყოფილი დარჩა. ფილმმა და ალბომმა ამ კონცერტის ჩანაწერით 15 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანეს ჯორჯს, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ თანხის ამოღება ბანკიდან არ ხორციელდებოდა.

ალბომი

1971 წლის შობისათვის ორმაგი ალბომი კონცერტის ჩანაწერით გამოვიდა შტატებში, ხოლო ბრიტანეთში - 1972 წლის იანვრის დასაწყისში. ალბომი მალე გაიყიდა. აშშ ჩარტებში მას #2 ადგილი ეკავა, ხოლო ბრიტანეთში - #1 და იგი იყო ჰარისონის მეორე #1 სოლო-ალბომი. ნამუშევრის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა 1973 წელს წლის ალბომის კატეგორიაში მიღებულმა გრემიმ.

რადგან ბობ დილანს კონტრაქტი ლეიბლთან Columbia Records ჰქონდა გაფორმებული, ამ უკანასკნელმა, მისი მონაწილეობით ჩაწერილი სიმღერების დისტრიბუციისათვის სხვა ლეიბლებს ნება დართო, გამოეცათ ალბომი აუდიოკასეტის ფორმატში. დღესდღეობით ეს შეზღუდვა მოხსნილია.

1991 წელს ალბომი პირველად გამოიცა კომპაქტ დისკზე, რემასტერის სახით. 2005 წლის რემასტერს დაემატა ბობ დილანის რეპეტიციის ჩანაწერი და ოფიციალურად გამოიცა ფილმის DVD დისკი.

პირველი გამოცემის გარეკანზე გამოსახული იყო მშიერი ბანგლადეშელი ლტოლვილი. ლეიბლები თვლიდნენ, რომ ეს მეტად დეპრესიული სურათია და საჭიროა გარეკანზე თავად ჰარისონის გამოტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბომი ცუდად გაიყიდება. ჰარისონის დაჟინებით, ბავშვის გამოსახულება მაინც დარჩა, მაგრამ ალბომის 2005 წლის გამოცემაზე ჰარისონის ფოტომ მაინც ჩაანაცვლა ძველი სურათი. ამასთან, DVD დისკის სპეციალურ გამოცემაზე ბავშვი მაინც იქნა გამოტანილი.

რემასტერის და DVD დისკის გაყიდვიდან შემოსული თანხები ირიცხებოდა UNICEF-ში.

სიმღერების სია

ორიგინალური გამოცემა

მეტი ინფორმაცია მხარე 1, # ...
მხარე 1
#სახელწოდებაავტორ(ებ)იშემსრულებელიხანგრძლივობა
1.„Introduction“ჯორჯ ჰარისონი, რავი შანკარი5:19
2.„Bangla Dhun“შანკარიშანკარი16:40
დახურვა
მეტი ინფორმაცია მხარე 2, # ...
მხარე 2
#სახელწოდებაავტორ(ებ)იშემსრულებელიხანგრძლივობა
3.„Wah-Wah“ჰარისონიჰარისონი3:30
4.„My Sweet Lord“ჰარისონიჰარისონი4:36
5.„Awaiting on You All“ჰარისონიჰარისონი3:00
6.„That's the Way God Planned It“ბილი პრესტონიპრესტონი4:20
დახურვა
მეტი ინფორმაცია მხარე 3, # ...
მხარე 3
#სახელწოდებაავტორ(ებ)იშემსრულებელიხანგრძლივობა
1.„It Don't Come Easy“რიჩარდ სტარკირინგო სტარი3:01
2.„Beware of Darkness“ჰარისონიჰარისონი, ლეონ რასელი3:36
3.„Band Introduction“ჰარისონი2:39
4.„While My Guitar Gently Weeps“ჰარისონიჰარისონი4:53
დახურვა
მეტი ინფორმაცია მხარე 4, # ...
მხარე 4
#სახელწოდებაავტორ(ებ)იშემსრულებელიხანგრძლივობა
5.„Medley: Jumpin' Jack Flash/Youngblood“მიკ ჯეგერი, კით რიჩარდსი/ჯერი ლიბერი, მაიკ სტოლერი, დოკ პომუსირასელი, დონ პრესტონი9:27
6.„Here Comes the Sun“ჰარისონიჰარისონი2:59
დახურვა
მეტი ინფორმაცია მხარე 5, # ...
მხარე 5
#სახელწოდებაავტორ(ებ)იშემსრულებელიხანგრძლივობა
1.„A Hard Rain's A-Gonna Fall“ბობ დილანიდილანი5:44
2.„It Takes a Lot to Laugh, It Takes a Train to Cry“დილანიდილანი3:07
3.„Blowin' in the Wind“დილანიდილანი4:07
4.„Mr. Tambourine Man“დილანიდილანი4:45
5.„Just Like a Woman“დილანიდილანი4:49
დახურვა
მეტი ინფორმაცია მხარე 6, # ...
მხარე 6
#სახელწოდებაავტორ(ებ)იშემსრულებელიხანგრძლივობა
6.„Something“ჰარისონიჰარისონი3:42
7.„Bangladesh“ჰარისონიჰარისონი4:55
დახურვა

2005 წლის რემასტერი

დისკი 1

შეტანილია 10 სიმღერა ორიგინალური გამოცემიდან (მხარე 1-3).

დისკი 2

შეტანილია 9 სიმღერა ორიგინალური გამოცემიდან (მხარე 4-6) და ასევე:

მეტი ინფორმაცია დამატებითი სიმღერა, # ...
დამატებითი სიმღერა
#სახელწოდებაავტორ(ებ)იშემსრულებელიხანგრძლივობა
10.„Love Minus Zero/No Limit“დილანიდილანი4:19
დახურვა
მეტი ინფორმაცია დამატებითი სიმღერა (მხოლოდ iTunes გამოცემა), # ...
დამატებითი სიმღერა (მხოლოდ iTunes გამოცემა)
#სახელწოდებაავტორ(ებ)იშემსრულებელიხანგრძლივობა
11.„Bangladesh“ (სტუდიური ვერსია)ჰარისონიჰარისონი4:00
დახურვა

ჩარტები და სერტიფიცირებები

ყოველკვირეული ჩარტები

ორიგინალური გამოცემა
მეტი ინფორმაცია ჩარტი (1972), პოზიცია ...
ჩარტი (1972) პოზიცია
ავსტრალიის Go-Set-ის 20 საუკეთესო ალბომი[10] 3
ავსტრალიის Kent Music Report[11] 5
კანადის RPM-ის 100 ალბომი[12] 2
ჰოლანდიის MegaChart-ის ალბომები[13] 1
იტალიის ალბომების ჩარტი[14] 4
იაპონიის Oricon-ის ალბომების ჩარტი[15] 2
ნორვეგიის VG-lista-ს ალბომები[16] 1
ესპანეთის ალბომების ჩარტი[17] 5
შვედეთის Kvällstoppen-ის ჩარტი[18] 2
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[19] 1
ბრიტანეთის Melody Maker-ის 30 პოპულარული ალბომი[20] 4
აშშ Billboard-ის საუკეთესო ალბომები[21] 2
აშშ-ის Cash Box-ის 100 საუკეთესო ალბომი[22] 2
აშშ-ის Record World-ის ალბომების ჩარტი[22] 1
დასავლეთ გერმანიის Media Control-ის ალბომების ჩარტი[23] 29
დახურვა

2005 წლის გამოცემა

მეტი ინფორმაცია ჩარტი (2005), პოზიცია ...
ჩარტი (2005) პოზიცია
იაპონიის Oricon-ის ალბომების ჩარტი[24] 116
აშშ Billboard-ის Top Pop Catalog[25] 8
ჩარტი (2011) პოზიცია
აშშ Billboard 200[21] 116
დახურვა

წლის საბოლოო ჩარტები

მეტი ინფორმაცია ჩარტი (1972), პოზიცია ...
ჩარტი (1972) პოზიცია
ჰოლანდიის ალბომების ჩარტი[26] 5
იტალიის ალბომების ჩარტი[14] 24
აშშ Billboard Year-End[27] 16
დახურვა

სერტიფიცირებები

მეტი ინფორმაცია რეგიონი, სერტიფიცირება ...
რეგიონი სერტიფიცირება
აშშ (RIAA)[28] ოქრო
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.