From Wikipedia, the free encyclopedia
Trappist-1E (აგრეთვე ცნობილი როგორც 2MASS J23062928-0502285E) — სავარაუდოდ კლდოვანი ეგზოპლანეტა, რომელიც ბრუნავს ულტრაცივი ჯუჯა ვარსკვლავის Trappist 1-ის დასახლებად ზონაში. პლანეტის აღმოჩენა მოხერხდა ტრანზიტული მეთოდით. Trappist-1E არის ერთ-ერთი იმ შვიდი ეგზოპლანეტიდან, რომელიც აღმოაჩინეს სპიცერის კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით.[1] აღსანიშნავია, რომ პლანეტა დასახლებად ზონაში მდებარეობს.[2] Trappist-1E არის დედამიწის ზომის პლანეტა, რაც იმას ნიშნავს რომ მისი მასა და რადიუსი მიახლოებულია დედამიწის ანალოგიურ მაჩვენებელთან. მისი წონასწორობის ტემპერატურა ახლოსაა დედამიწის წონასწორობის ტემპარატურასთან და შეადგენს 251,3 K (-22 °C; -7 °F). მისი რადიუსია დაახლოებით 0.92 R⊕, მასა 0.62 M⊕. აღნიშნული იძლევა საშუალებას დადგინდეს მისი გრავიტაცია, რაც დედამიწის გრავიტაციის 74 % შეადგენს პლანეტის ორბიტალური პერიოდი დაახლოებით 6 დღეა. ეგზოპლანეტა გამოცხადდა დასახლებად ზონაში მბრუნავ პლანეტად, რადგან ის თავის დედა ვარსკვლავისგან დაშორებულია ისეთ მანძილზე, სადაც სხვა პირობების და ატმოსფერული თვისებების არსებობის შემთხვევაში, მის ზედაპირზე შეიძლება არსებობდეს წყალი თხევად მდგომარეობაში. პლანეტის რადიუსი რომელიც 0.92 დედამიწის რადიუსია, მეცნიერებს ავარაუდებინებს რომ ეს კლდოვანი პლანეტაა.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.