![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/69/Optreden_Simon_and_Garfunkel_%2528links%2529_in_Feijenoordstadion%252C_Rotterdam%252C_Bestanddeelnr_932-2092.jpg/640px-Optreden_Simon_and_Garfunkel_%2528links%2529_in_Feijenoordstadion%252C_Rotterdam%252C_Bestanddeelnr_932-2092.jpg&w=640&q=50)
Simon & Garfunkel
From Wikipedia, the free encyclopedia
Simon & Garfunkel — ამერიკული დუეტი, რომელშიც შედიოდნენ პოლ საიმონი და არტ გარფანკლი. 1956—1958 წლებში მათი სახელი იყო Tom & Jerry და დუეტმა ჩაწერა რამდენიმე წარუმატებელი კომპოზიცია. 1965 წელს, ახალი სახელით, მათ წარმატება მოიპოვეს სიმღერით „The Sounds of Silence“.
Simon & Garfunkel | |
---|---|
![]() დუეტი 1982 წელს | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | Tom & Jerry (1956–1958) |
წარმოშობა | ფორესტ-ჰილზი, კუინზი, ნიუ იორკი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ფოლკ როკი[1] |
აქტიური |
|
ლეიბლ(ებ)ი | Columbia |
ყოფილი წევრები |
|
საიტი | simonandgarfunkel.com |
Simon & Garfunkel ვიკისაწყობში |
დუეტი ცნობილია ორიგინალური ვოკალური ორხმიანი ჰარმონიებით და გიტარაზე დაფუძნებელი ბალადებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორ მუსიკოსს შორის ხშირად ჰქონდა ადგილი დავას და კამათს, რაც მათ ალბომებზეც აისახა. მათი უკანასკნელი ალბომის Bridge Over Troubled Water ჩაწერა ამის გამო რამდენიმეჯერ შეფერხდა.
წლების განმავლობაში დუეტი დაშლილი იყო, მაგრამ სამჯერ გაერთიანდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1981 წლის ცნობილი კონცერტი ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, რომელსაც 500.000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო[2][3] .