S-Bahn
From Wikipedia, the free encyclopedia
S-Bahn (გერმ. Stadtschnellbahn, Schnellbahn და Stadtbahn-ის შემოკლებით მიღებული) — ჩქაროსნული სარკინიგზო გზა. ტექნიკური და იურიდიული თვალსაზრისით წარმოადგენს სარკინიგზო, საქალაქთაშორისო და საქალაქო ტრანსპორტის სახეობას გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში.
S-Bahn იკავებს შუალედურ ადგილს საქალაქო საზოგადოებრივ და გრძელ მარშრუტიან ტრანსპორტს შორის. იყენებს ჩვეულებრივ სარკინიგზო ხაზებს, როგორც ქალაქში, ისე მის შემოგარენში. S-Bahn-ის მოძრავ შემადგენლობას წარმოადგენს ელექტრო და იშვიათად მოტო მატარებლები. სადგურებს შორის მანძილი, როგორც წესი, რეგიონულ მატარებელთა (RegionalBahn) სადგურებზე მცირეა და მეტია ისეთ ტრანსპორტთან შედარებით, როგორიცაა მეტროპოლიტენი, ტრამვაი, ავტობუსი და ა.შ..