From Wikipedia, the free encyclopedia
Rockstar Games — ვიდეო თამაშების ტრანსნაციონალური შემქმნელი და გამომცემელი კომპანია, რომელსაც ფლობს Take-Two Interactive. ბრენდი ცნობილია Grand Theft Auto-ს, Midnight Club-ის, Manhunt-ის და Max Payne-ის ფრენჩაიზების შექმნით.
ტიპი | დივიზია |
---|---|
დარგი | ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
დაფუძნდა | დეკემბერი, 1998 |
სათავო ოფისი | ნიუ-იორკი, აშშ |
მმართველი |
სემ ჰაუზერი (პრეზიდენტი) დენ ჰაუზერი (ვიცე პრეზიდენტი) |
პროდუქცია |
Grand Theft Auto Midnight Club Manhunt Max Payne |
პარტნიორი | Take-Two Interactive |
თანამშრომელი | 900[1] |
საიტი | Rockstargames.com |
Rockstar Games დაარსდა 1998 წლის დეკემბერს[2][3][4] ვიდეო თამაშების პროდიუსერების, ტერი დონოვანის, სემ ჰაუზერის, დენ ჰაუზერის, ჯემი კინგისა და გარი ფორმანის მიერ[5]. 2007 წელს დონოვანმა დატოვა კომპანია[5] და იგი ჩაანაცვლა Capcom-ის მმართველმა დირექტორმა გარი დეილმა[6].
კომპანიის შტაბ ბინა (საყოველთაოდ ცნობილი, როგორც Rockstar NYC[7]) მდებარეობს ბროდვეიზე, ნიუ-იორკი, რომელიც არის Take-Two Interactive-ის ოფისების ნაწილი. იგი არის მარკეტინგის, საზოგადოებსთან ურთიერთობებისა და პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ცენტრი[8].
2014 წლის მონაცემით, Rockstar Games-ის თამაშების საერთო გაყიდვების რაოდენობამ 250 მილიონ კოპიას მიაღწია, ხოლო კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ფრენჩაიზია Grand Theft Auto - 2015 წლის სექტემბრის მონაცემით გაიყიდა 220 მილიონი ასლი[9][10].
2014 წელს Rockstar Games-ს მიენიჭა BAFTA Fellowship-ის ჯილდო British Academy Video Games Awards-ის ცერემონიაზე.
სათაური | გამოსვლის წელი | დეველოპერი |
---|---|---|
Grand Theft Auto | 1997–დღემდე | Rockstar North (ძირითადი თამაშები) Digital Eclipse Rockstar Leeds (Stories და Chinatown Wars) |
Smuggler's Run | 2000–2002 | Rockstar San Diego Rebellion Developments (Smuggler's Run-ის GBA-ის ვერსია) |
Midnight Club | 2000–2008 | Rockstar San Diego Rebellion Developments (Street Racing-ის GBA-ის ვერსია) Rockstar Leeds (Midnight Club 3: DUB Edition-ის PSP-ის ვერსია) Rockstar London (Los Angeles-ის PSP -ის ვერსია) |
Oni | 2001 | Bungie (PC-ის ვერსია) Rockstar Toronto (PS2-ის ვერსია) |
Max Payne | 2001–დღემდე | Remedy Entertainment (Max Payne და Max Payne 2) Rockstar Studios (Max Payne 3) |
Manhunt | 2003–2007 | Rockstar North (Manhunt) Rockstar London (Manhunt 2-ის PC-ისა და PS2-ის ვერსიები) Rockstar Leeds (Manhunt 2-ის PSP-ის ვერსია) Rockstar Toronto (Manhunt 2-ის Wii-ის ვერსია) |
Red Dead | 2004–დღემდე | Rockstar San Diego |
The Warriors | 2005 | Rockstar Toronto (PS2-ის და Xbox-ის ვერსიები) Rockstar Leeds (PSP-ის ვერსია) |
Bully | 2006 | Rockstar Vancouver Rockstar New England (Scholarship Edition) |
Rockstar Games Presents Table Tennis | 2006 | Rockstar San Diego |
Beaterator | 2009 | Rockstar Leeds |
L.A. Noire | 2011 | Team Bondi |
ლოგო | სახელი | მდებარეობა | წლები | შენიშვნები |
---|---|---|---|---|
Rockstar Leeds | ლიდზი, ინგლისი | 2004–დღემდე | შექმნილი აქვს: Chinatown Wars, Beaterator, Liberty City Stories დაVice City Stories. Max Payne დააპორტირა Game Boy Advance-ზე, ხოლო L.A. Noire - Microsoft Windows-ზე. | |
Rockstar Lincoln | ლინკოლნი, ინგლისი | 1999–დღემდე | პასუხისმგებელი არის Rockstar-ის შექმნილი თამაშების ხარისსხის უზრუნველყოფა, ლოკალიზაციასა და თამაშების ტესტირებაზე. ამასთანავე შექმნა Las Vegas Cool Hand Game Boy Color-ისთვის. | |
Rockstar London | ლონდონი, ინგლისი | 2005–დღემდე | დაარსდა 2005 წელს, შექმნილი აქვს Manhunt 2 და ასევე შექმნა Midnight Club: Los Angeles PlayStation Portable-ისთვის. | |
Rockstar New England | ანდოვერი | 2008–დღემდე | პასუხისმგებელი იყო Bully-ის პორტირებაზე Wii-ის, Xbox 360-ისა და, PC-ის პლატფორმებზე.[11] |
ლოგო | სახელი | მდებარეობა | წლები | შენიშვნები |
---|---|---|---|---|
Rockstar Vancouver | ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია | 2002–2012 | შუერთდა Rockstar Toronto-ს 2012 წელს. მონაწილეობა მიღებული აქვს Max Payne 3-სა და Bully-ის შექმნაში.[12] | |
Rockstar Vienna | ვენა, ავსტრალია | 2003–2006 | დააპორტირა Max Payne-ის სერია კონსოლებზე და ასევე შეიტანა წვლილი Manhunt 2-ის შექმნაში.[13] | |
Rockstar North | ედინბურგი, შოტლანდია | 1999–დღემდე | დაარსდა 1987 წელს, როგორც DMA Design, ხოლო 1999 წელს შეიძინა Rockstar-მა,[14] ნცობილი არის Grand Theft Auto-ს და Manhunt-ის ფრენჩაიზების შექმნით, ასევე DMA Design-ის სხელწოდების ქვეშ შექმნილი აქვს Lemmings-ის თამაშები. | |
Rockstar San Diego | კარლსბადი, კალიფორნია | 2003–დღემდე | შექმნილი აქვს თამაშის ძრავა RAGE, ასევე ვიდეო თამაშები Rockstar's Table Tennis, Midnight Club-ის სერია, Red Dead Revolver და Red Dead Redemption. | |
Rockstar Toronto | ოკვილი, ონტარიო | 1999–დღემდე | ცნობილი არის The Warriors,Grand Theft Auto IV-ის PC ვერსიისა და Episodes from Liberty City-ის შექმნით |
Rockstar-მა შექმნა საკუთარი თამაშის ძრავა სახელწოდებით Rockstar Advanced Game Engine (RAGE), რადგან ხელი შეუწყოს თამაშების განვითარებას შემდეგ პლატფორმებზე: PlayStation 3, PlayStation 4, Xbox 360, Xbox One, Windows, OS X და Wii.
Rockstar Games Social Club არის ონლაინ სათამაშო სერვისი შექმნილი სპეციალურად Rockstar-ის თამაშებისთვის.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.