From Wikipedia, the free encyclopedia
Old fashioned (ინგ: ძველმოდური) კოქტეილია, რომელიც შაქრის, ბითერებისა (სხვადასხვა მცენარეებით დამზადებული ალკოჰოლურ სასმელთა ჯგუფი) და წყლის არევითა და შემდეგ ვისკის ან იშვიათად ბრენდის დამატებით მიიღება. სასმელი გაფორმებულია ფორთოხლის ნაჭრით ან ქერქით და კოქტეილის ალუბლით. ის როგორც წესი მორთმეულია კოქტეილის მოსახელე "ძველმოდური" ჭიქით.
სასმელი განვითარდა მე-19 საუკუნეში და სახელი მიიღო 1880-იან წლებში. ის არის IBA-ს (ბარმენთა საერთაშორისო ასოციაცია) ოფიციალური კოქტეილი.[1] დევიდ ემბარის წიგნში "სასმელთა შერევის ნატიფი ხელოვნება" Old fashioned შესულია ექვს ძირითად სასმელში.
Old fashioned იყო კოქტეილების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ადრეული ვერსია, მანამდე სანამ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ბარმენული ტექნიკა და რეცეპტები განვითარდებოდა.[2] პირველი დოკუმენტირებული განსაზღვრება სიტვყვისა "კოქტეილი" მოხდა 1806 წლის 13 მაისს, როცა გამოცემაThe Balance and Columbian Repository-ის ჟურნალისტმა მკითხველის შეკითხვას თუ როგორ განმარტავდა ამ სიტყვას შემდეგნაირად უპასუხა: ის არის ძლიერი შენარევი სპირტიანი სასმელის, ბითერის, წყლისა და შაქრის, რაც არსებითად სწორედ Old fashioned-ის რეცეპტია.[3] ასევე აღწერს კოქტეილს შოტლანდიელი მოგზაური, მწერალი და ბრიტანული არმიის ჯარისკაცი ჯეიმზ ედვარდ ალექსანდერი 1833 წელს - "რომი, ჯინი ან ბრენდი, წყლით, ბითერებითა და შაქრით", თუმცა მის აღწერაში სასმელის მუსკატის კაკლით გაფორმებაც შედის.[4]
1860-იანი წლებისთვის კოქტეილში ხშირად ფორთოხლის კურასაოს (ჰოლანდიური ლიქიორი), აბსენთს და სხვა ლიქორებს ამატებდნენ. მას შემდეგ რაც კოქტეილები უფრო რთული და კომპლექსური გახდა, კლიენტები ბარმენებს სთხოვდნენ ისეთ ნარევს, რომელიც რომელიმე ადრეული (1850-იან წლებამდე) სასმელის მსგავსი იქნებოდა. თავდაპირველი ნარევი, თუმცა სხვა პროპორციებით, ისევ დაუბრუნდა მოდას და ეწოდა - Old fashioned ანუ ძველმოდური.[2]
1881 წელს ლუივილში დაარსებული ჯენტლმენთა კლუბი პენდენისი ამტკიცებს, რომ კოქტეილი სწორედ აქ გამოიგონეს. კოქტეილების კრიტიკოსი დეივიდ ვონდერიჩი ამ მოსაზრებას ნაკლებ სარწმუნოდ მიიჩნევს, ვინაიდან Old fashioned-ის პირველი ხსენება ბეჭდვით მედიაში 1880 წელს Chicago Daily Tribune-ში მოხდა, როცა კლუბი პენდენისი საერთოდ არ იყო გახსნილი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Old fashioned იყო მანამდე დიდი ხნით ადრე არსებული სასმელის ახლებური შეფუთვა.[5]
• ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი
• 3/8 ჩაის კოვზი ანგოსტურას ბითერი
• 1 ჩაის კოვზი წყალი
• 2 უნცია ბურბონი
• გაფორმება: ფორთოხლის ქერქი
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.