From Wikipedia, the free encyclopedia
Magnavox Odyssey², აგრეთვე ცნობილია როგორც Philips Odyssey² — მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, გამოცემული 1978 წელს. ევროპაში კონსოლი გამოდიოდა Philips Videopac G7000-ის სახელწოდებით, ბრაზილიაში — Philips Odyssey და იაპონიაში — Odyssey2 (オデッセイ2 ოდესეი2). Odyssey² 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისამდე, Atari 2600-სა და Intellivision-თან ერთად ითვლებოდა ერთ-ერთ წამყვან ვიდეო თამაშების კონსოლად.
Magnavox Odyssey² | |
---|---|
მწარმოებელი | Magnavox, Philips |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეორე თაობა |
გამოშვების თარიღი |
ევრ დეკემბერი, 1978[1][2] ჩრდ.ამ. თებერვალი, 1979[1] იაპ სექტემბერი, 1982[1] ბრაზ მაისი, 1983[3] |
საცალო გაყიდვაში | 1978–1984 |
თავდაპირველი ფასი | 179 აშშ დოლარი |
შეწყდა | 20 მარტი, 1984[1] |
გაიყიდა | 2 მილიონი[4] |
პროცესორი | Intel 8048 |
მეხსიერება | 64 ბაიტი RAM, 1024 ბაიტი ROM |
ამოღებადი საცავი | სათამაშო კარტრიჯი |
კონტროლერის შეტანა | ჯოისტიკი |
წინა | Magnavox Odyssey |
შემდეგი | Philips Videopac+ G7400 |
1970-იან წლებში კომპანია Magnavox მოწინავე იყო სახლის ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში, რომელმაც შეიმუშავა პირველი სახლის სათამაშო კონსოლი Odyssey, რომელსაც მოჰყვა კონსოლის რიგი ტექნიკურად გაუმჯობესებული ვერსიები. Odyssey²-ის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 1979 აშშ დოლარს. მისი წინამორბედისგან განსხვავებით და კონსოლების, Fairchild Channel F-სადა Atari 2600-ის მსგავსად გამოიყენებდა სათამაშო კარტრიჯს და თან მოჰყვებოდა ჯოისტიკი, რომელიც 1970-1980-იან წლებში იქცა სტანდარტად. მასში განთავსებული იყო Intel-ის 8048-ის ცენტრალური პროცესორი 1.79 მჰც ტაქტური სიხშირით და 64 ბაიტი ოპერატიული მეხსიერება.
კონსოლი იმ დროში გაყიდვებით წარმატებული აღმოჩნდა, საერთო ჯამში გაიყიდა 2 მილიონი ასლი. 2009 წელს ვიდეო თამაშების საიტ IGN-მა Odyssey²-ს, სიაში „25 საუკეთესო ვიდეო თამაშების კონსოლი“ 21-ე ადგილი მიუჩინა.[5] Odyssey²-ის გამოცემა Philips-მა შეწყვიტა 1984 წელს, თუმცა მის წარმობის შეჩერებიდან ერთი წლით ადრე, 1983 წელს წარმოადგინა ახალი პროდუქტი Videopac + G7400.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.