Nescafé
From Wikipedia, the free encyclopedia
Nescafé (ქართ. ნესკაფე)— ხსნადი ყავის ბრენდი კომპანია Nestlé–სგან. ბაზარზე წარმოდგენილია მრავალი ფორმით. სახელწოდება წარმოადგენს სიტყვა Nestlé–სა და café–ს სიტყვათშეთანხმებას.[1] ნესტლეს მედროშე დაფქული ყავა შემუშავებულ იქნა შვეიცარიაში, 1938 წლის 1 აპრილს,[1] მაქს მორგენტალერისა და ვერონ ჩაპმენის 7–8 წლიანი მუშაობის შემდეგ.[1][2] years by Max Morgenthaler and Vernon Chapman.[1]
Nescafé | |
---|---|
ლოგო 2014 წლიდან | |
პროდუქტის ტიპი | ხსნადი ყავა |
მფლობელი | Nestlé |
ქვეყანა | შვეიცარია |
ბაზრები | საერთაშორისო |
ტეგლაინი | ყველაფერი იწყება ნესკაფეთი (ინგლ. It all starts with a Nescafé) |
საიტი | www.nescafe.com |
1930 წელს, ბრაზილიამ კომპანია ნესტლეს მიმართა თხოვნით, რომ მოეძებნა ყავის მარცვლების შენახვისა ინდუსტრიულად დამუშავების გზა. მრავალი წლის ნამძილზე, ბრაზილიას მწვანე ყავის გადამუშავების პრობლემა აწუხედბა. სათანადო ტექნოლოგიების ნაკლებობის გამო, ყოველწლიურად უზარმაზარი რაოდენობის ყავა იკარგებოდა მარცვლის გამოშრობისა და გადამუშავების შემდეგ.
მაქს მორგენტალერი და მისი კოლეგა ვერონ ჩაპმენი შვიდ წელზე მეტი მუშაობდნენ, რათა შეექმნათ ე. წ. „ყავის კუბები“, რომელიც შეინარჩუნებდა ყავის მარცვლის ყველა თვისებას, ამავე დროს დიდხანს შეინახებოდა და წყლის დასხმის შემდეგ, დასალევად ვარგისი გახდებოდა.
1938 წლის 1 აპრილს, ნესკაფე პირველად დამზადდა ტექნოლოგიურ პირობებში. წარმოება დაიწყო შევიცარიის ქალაქ ორბში, რომელიც ვევეში მდებარე ნესტლეს სათავო ოფისიდან 50 კმ–ში მდებარეობდა. სულ მალე, ნესკაფემ მთელ მსოფლიოში მოიპოვა პოპულარობა. მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ–შ მდებარე ყველა საწარმო, რომელიც წელიწადში 1 მილიონ ერთეულ შეფუთვას ამზადებდა, მთლიანად მხოლოდ არმიის მომარაგებაზე გადაერთო. ბევრ ენაში, სიტყვა „Nescafé“ ზოგადად ხსნადი ყავის აღმნიშვნელი გახდა (სერბ. нес-кафа, არაბ. نسكافيه და ა. შ.)