National Geographic (ჟურნალი)
From Wikipedia, the free encyclopedia
National Geographic (ინგლ. National Geographic Magazine) — ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების პერიოდული გამოცემა. დაარსდა 1888 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც ამავე წლის იანვარში თავად ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება დაარსდა. 1896 წელს National Geographic-ი, რომელიც მანამდე ქაოტური პერიოდულობით გამოდიოდა, ყოველთვიური გამოცემა გახდა. 1995 წელს გამოვიდა პირველი უცხოენოვანი გამოცემა National Geographic 日本 (იაპონია). მას შემდეგ უცხოენოვანი გამოცემების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა. დღესდღეობით National Geographic-ის ყველაზე ახალ უცხოენოვან გამოცემას წარმოადგენს ქართული, ლატვიური, მონღოლური (ოქტომბერი 2012) და ირანული (სპარსული-ფარსი) (ნოემბერი 2012).
ჟურნალი ორიენტირებულია გეოგრაფიის, ბუნების, ისტორიის, მეცნიერების და კულტურის საკითხებზე და წარმოადგენს მთელ მსოფლიოში პოპულარულ, საკულტო გამოცემას. მისი საავტორო ნიშანი, ყვითელი ჩარჩო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდს წარმოადგენს, რომელიც განათლებასა და მეცნიერებაზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალი გამოიცემა ყოველთვიური პერიოდულობით, არსებობს სპეციალური გამოშვებებიც. ჟურნალს გააჩნია ელექტრონული ვერსიებიც როგორც ორიგინალურ (ინგლისურ) ენაზე, ასევე იმ ენებზე, რომელზეც თავად ჟურნალი გამოიცემა.