NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
NBA All Star თამაში პირველად ჩატარდა ბოსტონ გარდენში 1951 წლის 2 მარტს. მას შემდეგ ყოველ წლიურად ტარდება თამაში სადაც აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელებისგან შემდგარი გუნდი ეთამაშება დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელების გუნდს.
კალათბურთელები ამჟამად ორნაირი ხერხით ირჩევიან: პირველი მათგანია როდესაც გულშემატკივრები ირჩევენ გუნდში დამწყებ მოთამაშეებს; რაც შეეხება მეორე გზას, გუნდების რეზერვები ირჩევა მწვრთნელების ხმების მიცემით, რომელიც კონფერენციების მიხედვით ადგენენ გუნდებს.[1] ასევე მწვთნელებს არ შეუძლიათ მისცენ ხმა საკუთარ კალათბურთელს. თუ რომელიმე კალათბურთელი მიიღებს ტრავმას ამორჩევის შემდეგ, მის შემცვლელს ირჩევს კომისია.
გუნდს, რომელსაც საუკეთესო შედეგი ექნება თითოეულ კონფერენციაში 31 იანვარს, მისი მწვრთნელი ავტომატურად გადადის აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდების მწვრთნელებად,[1] შესაბამისად კონფერენციისა.
გუნდების მწვრთნელები ირჩევიან 31 იანვარს, სადაც კონფერენციაში იმ დროისთვის მყოფი გუნდის მწვრთნელი ავტომატურად იკავებს კონფერენციის ნაკრების მწვრთნელის პოსტს. მიუხედავად ამისა, მწვრთნელს არ შეუძლია ზედიზედ ორჯერ იყოს All-Star მატჩში მწვრთნელის პოსტის რანგში.[1] ამას სხვანაირად რაილის კანონი ჰქვია, როდესაც ლეიკერსის მწვრთნელი პეტ რაილი იყო 1980-იან წლებში დასახელებული დასავლეთ გუნდის მწვრთნელად, უფრო კონკრეტულად კი 1982-1990 წლებში 9 სეზონის განმავლობაში 8 სეზონს მან ითავა ეს პოზიცია.