From Wikipedia, the free encyclopedia
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) წარმოადგენს 12 ჯილდოს, რომლებიც აღიარებულია გუნდების და მოთამაშეების დამსახურების მიხედვით. NBA ჩემპიონის გამარჯვებულის თასს ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასი ეწოდება, რომელიც პირველად 1978 წელს გადაეცა NBA ფინალის გამარჯვებულს.
NBA ჩემპიონის თასი პირველად 1947 წლის NBA ფინალში გადაეცა, რომელსაც იმ დროს ლარი ბრაუნის თასი ეწოდებოდა - ბოსტონ სელტიქსის პირველი მფლობელი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის (BAA) და ნაციონალური საკალათბურთო ლიგის (NBL) შეერთების, რის შემდეგადაც ნაციონალური საკალათბურთო ლიგა (NBA) წარმოიქმნა 1949 წელს.[1][2] ბრაუნის თასი 1978 წლამდე გადაეცემოდათ, ხოლო შემდეგ ახალი თასის დიზაინით გადაეცემოდა, რომელმაც პირველადი უოლტერ ბრაუნის თასი ამოიღო ხმარებიდან.[3] 1984 წელს, თასს ახალი სახელი დაერქვა ყოფილი NBA რწმუნებულ - ლარი ობრაიანის, რომელიც 1975-1984 წლებში ედგა ლიგას სათავეში.[3][4][5]
NBA-ს პირველი ინდივიდუალური ჯილდოები იყო All-Star მატჩის MVP-ს ჯილდო და წლის ახალბედის ჯილდო, რომლების ინაუგურაციის სეზონი 1953 წელი იყო.[6][7] MVP ჯილდო პირველად 1956 წელს გადაეცა, რომლის მფლობელიც რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა.[8] ერთადერთი ინდივიდუალური ჯილდო, რომელსაც ვინმეს სახელი ჰქვია ეს არის NBA ფინალის ბილ რასელის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო, რომელიც 1969 წელს იქნა წარდგენილი. წლის აღმასრულებლის ჯილდო ერთადერთია რომელიც არ არის NBA-ს მიერ წარდგენილი, ის პოსრტული ჟურნალების ავტორების მიერ ირჩევა და ოფიციალურად აღიარებულია NBA-ს მიერ.[9]
ამ ჯილდოებთან ერთად, ლიგა ასევე აჯილდოებს მოთამაშეებს და მწვრთნელებს კვირების და თვეების ჯილდოებით.
სურათი | ჯილდო | შეიქმნა | აღწერა | უკანასკნელი გამარჯვებული | სქოლო |
---|---|---|---|---|---|
ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასი | 1978 | გადაეცემა NBA ფინალის გამარჯვებულს. | მაიამი ჰიტი | [3][4] | |
უოლტერ ბრაუნის თასი | 1947 | გადაეცემოდა NBA ფინალის გამარჯვებულს, თუმცა ჩანაცვლებული იქნა ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასით | არავინ, თასი გაუქმდა NBA ფინალის შემდეგ | [5] |
ჯილდო | შეიქმნა | აღწერა | უკანასკნელი გამარჯვებული | სქოლიო |
---|---|---|---|---|
All-Star მატჩის MVP | 1953 | ჯილდო გადაეცემა NBA All-Star მატჩის საუკეთესოდ ვინც ჩაატარებს. გამარჯვებულს მედიის წარმომადგენლები ირჩევენ. | კევინ დურანტი (ოკლაჰომა-სიტი თანდერი) | [6] |
წლის ახალბედა (ედი გოტლიბის თასი) |
1953 | გადაეცება ახალბედას, რომელმაც NBA-ს რეგულარული სეზონი საუკეთესოდ ჩაატარა. გამარჯვებულს სპორტული ჟურნალისტები ირჩევენ აშშ-ის და კანადის ტერიტორიაზე. | კაირ ირვინგი (კლივლენდ კავალიერსი) | [7] |
MVP (მაურის პოდოლოფის თასი) |
1956 | გადაეცება მოთამაშეს, რომელმაც NBA-ს რეგულარული სეზონი საუკეთესოდ ჩაატარა. გამარჯვებულს სპორტული ჟურნალისტები ირჩევენ აშშ-ის და კანადის ტერიტორიაზე. | ლებრონ ჯეიმზი (მაიამი ჰიტი) | [8] |
წლის მწვრთნელი (რედ ორბეხის თასი) |
1963 | გადაეცება მწვრთნელს, რომელმაც NBA-ს რეგულარული სეზონი საუკეთესოდ ჩაატარა. გამარჯვებულს სპორტული ჟურნალისტები ირჩევენ აშშ-ის და კანადის ტერიტორიაზე. | გრეგ პოპოვიჩი (სან-ანტონიო სპურსი) | [10] |
ბილ რასელის ფინალის MVP | 1969 | დარქმეული იქნა ბილ რასელის პატივსაცემად;[11] გადაეცება მოთამაშეს, რომელსაც NBA ფინალი საუკეთესოდ ჩაატარა. გამარჯვებულს მედიის წევრები ირჩევენ.[a] | ლებრონ ჯეიმზი (მაიამი ჰიტი) | [12] |
წლის აღმასრულებელი | 1973 | ჯილდოვდება NBA საუკეთესო ოფისის წარმომადგენელი აღმასრულებელი. გამარჯვებულს ლიგის 30 გუნდის აღმასრულებლები ასახელებენ. | ლარი ბირდი (ინდიანა პეისერსი) | [13] |
უოლტერ კენედის მოქალაქეობის ჯილდო | 1975 | ჯილდო გადაეცემა მოთამაშეს, მწვრთნელს ან მოვარჯიშეს, რომელიც საუკეთესოდ აჩვენებს თავს ქველმოქმედების მხრივ. გამარჯვებულს პროფესიონალური კალათბურთის მწერალთა ასოციაცია ავლენს. | პაუ გასოლი (ლოს-ანჯელეს ლეიკერსი) | [14] |
წლის მცველი | 1984 | ჯილდო გადაეცება მოთამაშეს, რომელმაც NBA-ს რეგულარული სეზონი საუკეთესოდ დაცვითი შესაძლებლობებით აჩვენა. გამარჯვებულს სპორტული ჟურნალისტები ირჩევენ აშშ-ის და კანადის ტერიტორიაზე. | ტაისონ ჩენდლერი (ნიუ-იორკ ნიქსი) | [15] |
წლის მეექვსე კაცი | 1984 | ჯილდო გადაეცება მოთამაშეს, რომელმაც NBA-ს რეგულარული სეზონში სკამიდან საუკეთესოდ ეხმარება გუნდს. გამარჯვებულს სპორტული ჟურნალისტები ირჩევენ აშშ-ის და კანადის ტერიტორიაზე. | ჯეიმზ ჰარდენი (ოკლაჰომა-სიტი თანდერი) | [16] |
გაუმჯობესებული მოთამაშე | 1986 | ჯილდო გადაეცება მოთამაშეს, რომელმაც NBA-ს რეგულარული სეზონი საუკეთესოდ გააუმჯობესა. გამარჯვებულს სპორტული ჟურნალისტები ირჩევენ აშშ-ის და კანადის ტერიტორიაზე. | რაიან ანდერსონი (ორლანდო მეჯიკი) | [17] |
სპორტული ჯილდო (ჯოუ დამერსის თასი) |
1996 | ჯილდოვდება მოთამაშე, რომელიც საუკეთესო მაგალითს აჩვენებს პარკეტზე ქცევებით. გამარჯვებულს NBA მოთამაშეები ირჩევენ. | ჯეისონ კიდი (დალას მევერიქსი) | [18] |
Honor | Created | Description | Notes |
---|---|---|---|
ყველა-NBA | 1947 | ჯილდოვდებიან ის მოთამაშეები, რომლებმაც NBA სეზონი საუკეთესოდ ჩაატარეს. გამარჯვებულს სპორტული ჟურნალისტები ირჩევენ აშშ-ის და კანადის ტერიტორიაზე. | [19] |
ყველა-ახალბედა | 1963 | ჯილდოვდებიან საუკეთესო ახალბედები, რომელბმაც რეგულარული სეზონი საუკეთესოდ ჩაატარეს. ხმების მიცემა მწვრთნელების მიერ ხდება, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარ გუნდში მოთამაშესთვის ხმის მიცემა. | [20] |
ყველა-დაცვითი | 1969 | ჯილდოვდებიან საუკეთესო მცველები რეგულარული სეზონის მიხედვით. ხმის მიცემა ხდება NBA მწვრთნელების მიერ, რომლებსაც საკუთარ გუნდში მოთამაშესთვის არ შეუძლიათ ხმის მიცემა. | [21] |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.