From Wikipedia, the free encyclopedia
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ჯილდო — ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში მოქმედი ჯილდო, რომელიც 1955-56 წლების NBA სეზონიდან მოყოლებული გადაეცემა იმ მოთამაშეს, რომელიც რეგულარულ სეზონს ყველაზე კარგად ატარებს. გამარჯვებულს გადაეცემა მაურის პოდოლოფის თასი, რომელიც ლიგის პირველი რწმუნებულის (იმ დროს პრეზიდენტი[a]) პატივსაცემად გადაეცემა. იგი ლიგას 1946 წლიდან ედგა სათავეში 1963 წლამდე. MVP ხმის მიცემა რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ ხდება. 1979-80 წლების სეზონამდე, გამარჯვებულს მოთამაშეები ირჩევდნენ, ხოლო 1980-81 წლებიდან მოყოლებული გამარჯვებულის ვინაობას სპორტის შესახებ მწერალ კორესპონდენტებს და ტელევიზიის წამყვანებს აშშ-ის და კანადის ტერიტორიაზე, შესაძლებლობა ეცემათ მისცენ ხმა, რომელიც ასახელებს 5 მოთამაშეს, პირველ მათგანს აძლევს 10 ქულას, მე-2 არჩევანს 7 ქულას, მე-3 არჩევანს 5 ქულას, მე-4 არჩევანს 3 და მე-5 არჩევანს 1 ქულას. 2010 წლიდან მოყოლებული, გამარჯვებულის ვინაობას გულშემატკივრები ახდენენ, რომლებიც ხმას ონლაინ საშუალებით აძლევენ. მოთამაშე რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, გადაეცემა ჯილდო.[1] 1982-83 წლების სეზონიდან მოყოლებული, ყოველი მოთამაშე, რომელმაც მოიგო ჯილდო გუნდის გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი სულ ცოტა .610 ჰქონდა (რაც რეგულარული სეზონის 82 მატჩიდან 50 გამარჯვებას უდრის, გარდა გამონაკლისისა 1998-99 წლებისა, როდესაც სეზონი ლოკაუტის გამო 50 მატჩიანი იყო და გამარჯვებული კარლ მელოუნი დასახელდა და ასევე 2011-12 წლების სეზონი, რომელიც ასევე ლოკაუტის გამო შემოკლებული 66 მატჩიანი იყო და გამარჯვება ლებრონ ჯეიმზს ერგო.)[2]
დიდების დარბაზის წევრი კარიმ აბდულ-ჯაბარი ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ჯილდო 6-ჯერ მოიგო.[3] ბილ რასელის და მაიკლ ჯორდანის ანგარიშზე ასეთი ჯილდო 5-ია.[2] მაშინ როდესაც უილტ ჩემბერლენი ამ ჯილდოს კარიერის მანძილზე 4-ჯერ დაეუფლა. დიდების დარბაზის წევრები - მოსის მელოუნის, ლარი ბირდის, ლარი ბირდის, მოქმედ მოთამაშე ლებრონ ჯეიმზის ანგარიშზე ასეთი ჯილდოს რაოდებონა 3 შემოიფარგლება. ბობ პეტიმ, კარლ მელოუნიმ, ტიმ დანკანმა და სტივ ნაშმა ამ ჯილდოს მოპოვება 2-ჯერ შეძლეს.[2] ახლანდელი ჯილდოს მფლობელი ლებრონ ჯეიმზია.[4] ორმა ახალბედამ შეძლეს ამ ჯილდოს მოგება: უილტ ჩემბერლენი 1959-60 წლების სეზონში და უეს ანსილდი 1068-69 წლების სეზონში.[5] ჰაკიმ ოლეიუონი დაბადებული ნიგერიაში,[b]) დანკანი აშშ-ის ვირჯინის კუნძულების ტერიტორიაზე,[c]) ნეში კანადიდან[d]) და დირკ ნოვიცკი გერმანიიდან არიან მხოლოდ ის საერთაშორისო მოთამაშეები, რომლებმაც ჯილდოს მოპოვება შეძლეს. დანკანს აშშ მოქალაქეობა აქვს მაგრამ აღიარებულია საერთაშორისო მოთამაშედ NBA-ს მიერ.[6] ამ მოთამაშეებიდან, მხოლოდ ნოვიცკია ერთადერთი გამარჯვებული, რომელიც სრულად აშშ ფარგლებს გარეთ ვარჯიშობდა. დანარჩენი სამეული კი აშშ კოლეჯის კალათბურთში თამაშობდნენ.
^ | აღნიშნულია კვლავ NBA-ში მოქმედი მოთამაშეები. |
* | არჩეული იქნა ნეისმითის კალათბურთის დიდების დარბაზში |
მოთამაშე (X) | აღნიშნულია ნუმერაციით, თუ მერამდენეა ეს ჯილდო მოთამაშისთვის |
გუნდი (X) | აღნიშნულია ნუმერაციით, თუ მერამდენეა ეს ჯილდო გუნდისთვის |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.