N-Gage (მოწყობილობა)
მოწყობილობა / From Wikipedia, the free encyclopedia
N-Gage — სმარტფონი და მეექვსე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი ფინური კომპანია Nokia-ს მიერ. დაანონსდა 2002 წლის 4 ნოემბერს, ხოლო გამოვიდა 2003 წლის 7 ოქტომბერს.[2]
N-Gage | |
---|---|
მწარმოებელი | Nokia |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი და მობილური ტელეფონი[1] |
თაობა | მეექვსე თაობა |
გამოშვების თარიღი | 7 ოქტომბერი, 2003[2] |
შეწყდა | 26 ნოემბერი, 2005[3] |
გაიყიდა | 3 მილიონი (30 ივლისი, 2007)[4] |
მედია | MultiMediaCard |
ოპერაციული სისტემა | Symbian OS 6.1 (Series 60) |
პროცესორი | ARM920T 104 მჰც |
მეხსიერების საცავი | MultiMediaCard, 3.4 მბ შიდა მეხსიერება (1-ლი თაობის N-Gage)[5][6] |
კავშირი | HSCSD, GPRS, Bluetooth[5][6] |
ონლაინ სერვისები | N-Gage Arena |
დაკავშირებული სტატიები | Nokia 7250, Nokia 6800, Nokia 5100, Nokia 8910i, Nokia 2100, Nokia 6100 |
მისი თავდაპირველი ფასი შეადგენა 299 აშშ დოლარს. თამაშები ეშვებოდა MultiMediaCard მეხსიერების ბარათის მეშვეობით. მასზე ხელმისაწვდომი იყო 60-ზე მეტი თამაში, მათ შორის ყველაზე განთქმულია „Sonic Advance“, „Call of Duty“, „Colin McRae Rally 2005“, „Puzzle Bobble VS“, „Snakes“, „Tom Clancy's Splinter Cell: Chaos Theory“ და სხვა.
მოწყობილობა იწონიდა 127 გრამს. გამოიყენებდა ოპერაციულ სისტემას Symbian OS v6.1., ARM920T-ის ცენტრალურ პროცესორს 104 მჰც ტაქტური სიხშირით, ფერად TFT ეკრანს 176×208-ზე გაფართოებით და 850 მილიამპერიან მოხსნად ლითიუმ-იონურ აკუმულატორს. ასევე გააჩნდა მრავალმოთამაშიანი რეჟიმის მხარდაჭერა Bluetooth-ის ან N-Gage Arena-ს სერვისის მეშვეობით.
Nokia, კონსოლში მობილური ფუნქციის დანერგვით, შეეცადა Game Boy Advance-ის მომხმარებელთა გადმობირებას, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგანაც N-Gage-ის ღილაკები სათამაშოდ ფაქტობრივად გამოუსადეგარი გამოდგა. ორიგინალი მოდელი, მისი ვიზუალის გამო მექსიკურ კერძს, ტაკოსაც კი შეადარეს. მას შემდეგ, ხშირად დამცინავად მოიხსენიებენ როგორც „Taco phone“.[4][7][8] წარსულში Nokia-მ მსგავსი დიზაინით გამოსცა მობილური ტელეფონი — Nokia 5510.
2004 წელს Nokia-მ წარადგინა N-Gage-ის განახლებული მოდელი N-Gage QD, განახლებული დიზაინით, რომელშიც აღმოიფხვრა ის პრობლემები, რაც გააჩნდა ორიგინალ მოდელს. მიუხედავად ამისა, კონსოლმა ვერ შეძლო Game Boy Advance-ისთვის კონკურენიციის გაწევა[9] და ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. იგი მიჩნეულია კომერციულ ჩავარდნად — ორივე მოდელის გაყიდვები საერთო ჯამში შეადგენს სამ მილიონ ეგზემპლარს.
2005 წლის ნოემბერში Nokia-მა შეწყვიტა N-Cage-ის წარმოება. მოგვიანებით Nokia-მ N-Cage-ის სათამაშო აღჭურვილობა დანერგა 60 სერიის სმარტფონებში, რომელიც 2007 წელს დაანონსდა როგორც N-Gage პლატფორმა ან „N-Gage 2.0“.[10][11]