N-Gage-ის თამაშების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
N-Gage — სმარტფონისა და პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლის კომბინაცია, შექმნილი და გამომცემული ფინური კომპანია Nokia-ს მიერ 2003 წლის 7 ოქტომბერს.[1]
Nokia, კონსოლში მობილური ფუნქციის გაერთაინებით შეეცადა Game Boy Advance-ის მომხმარებელთა გადმობირებას, თუმცა უშედეგოდ. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი N-Gage-ის ღილაკების არაკომფორტულიბა იყო. ორიგინალი მოდელი, მისი ვიზუალის გამო მექსიკურ კერძს, ტაკოსაც კი შეადარეს. მას შემდეგ, ხშირად დამცინავად მოიხსენიებენ როგორც „Taco phone“.[2][3][4] წარსულში Nokia-მ მსგავსი დიზაინით გამოსცა მობილური ტელეფონი — Nokia 5510.
2004 წელს გამოვიდა N-Gage-ის განახლებული მოდელი N-Gage QD, განახლებული დიზაინით, რომელშიც აღმოიფხვრა ის პრობლემები, რაც გააჩნდა ორიგინალ მოდელს. მიუხედავად ამისა, კონსოლმა ვერ შეძლო Game Boy Advance-ისთვის კონკურენიციის გაწევა[5] და ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ორივე კონსოლი მიჩნეულია კომერციულ ჩავარდნად — გაყიდვები საერთო ჯამში შეადგენს სამ მილიონ ეგზემპლარს.