From Wikipedia, the free encyclopedia
Mumford & Sons — ინგლისური ფოლკ-როკ ჯგუფი, რომელიც ლონდონში 2007 წელს ჩამოყალიბდა.[1] ჯგუფის წევრები არიან: მარკუს მამფორდი (წამყვანი ვოკალი, ელექტრო გიტარა, აკუსტიკური გიტარა, დრამი), ბენ ლოვეტი (ვოკალი, კლავიში, ფორტეპიანო) და ტედ დუანი (ვოკალი, ბას გიტარა, კონტრაბასი). ბანჯოისტმა უინსტონ მარშალმა ჯგუფი 2021 წელს დატოვა.
Mumford & Sons | |
---|---|
Mumford & Sons 2015 წელს | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ლონდონი, გაერთიანებული სამეფო |
ჟანრ(ებ)ი |
|
აქტიური | 2007-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
წევრები |
|
ყოფილი წევრები |
|
საიტი | mumfordandsons.com |
Mumford & Sons ვიკისაწყობში |
Mumford & Sons-ს გამოშვებული აქვს ოთხი სტუდიური ალბომი: Sigh No More (2009), Babel (2012), Wilder Mind (2015) და Delta (2018). მათმა სადებიუტო ალბომმა „Sigh No More“ დიდ ბრიტანეთის ჩარტების მეორე პოზიციას მიაღწია, აშშ-ში კი Billboard 200-ში მოხვდა, ხოლო „Babel “და „Wilder Mind“-მა გამოსვლისთანავე პირველი ადგილი დაიკავეს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, პირველი მათგანი კი ათწლეულის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი როკ ალბომი გახდა. [2] [3] ჯგუფს, ასევე, გამოცემული აქვს სამი ლაივ-ალბომი: Live at Shepherd's Bush Empire (2011), The Road to Red Rocks (2012) და Live from South Africa: Dust and Thunder (2017).
ჯგუფმა თავისი არსებობის განმავლობაში მოიგო არაერთი მუსიკალური ჯილდო. ალბომმა Sigh No More-მა ჯგუფს მოუტანა Brit Award 2011 წელს საუკეთესო ბრიტანული ალბომისთვის, Mercury Prize-ის ნომინაცია და გრემის ექვსი ნომინაცია. 2011 წელს გრემის დაჯილდოებაზე ბობ დილანსა და The Avett Brothers-თან ერთად ცოცხალმა შესრულებამ ჯგუფს პოპულარობა მოუტანა აშშ-ში. ჯგუფმა ალბომ Babel-ით მიიღო გრემის რვა ნომინაცია და მოიგო გრემი წლის საუკეთესო ალბომისთვის. ჯგუფმა 2013 წელს, ასევე, მოიგო Brit Award საუკეთესო ბრიტანული ჯგუფისთვის და აივორ ნოველოს ჯილდო საერთაშორისო მიღწევებისთვის 2014 წელს.
Mumford & Sons-ს მიღებული აქვს შემდეგი პრიზები:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.