JPMorgan Chase
From Wikipedia, the free encyclopedia
JPMorgan Chase & Co. (NYSE: JPM) — უდიდესი საბანკო დაწესებულება აშშ-ში დეპოზიტების მიხედვით და ერთ-ერთი უძველესი საფინანსო კომპანია მსოფლიოში. კომპანია, რომლის შტაბ-ბინა ქალაქ ნიუ-იორკში მდებარეობს, ლიდერია საინვესტიციო ბანკინგის, საფინანსო მომსახურებისა და ქონების მართვის სფეროებში. $1,3 ტრილიონი დოლარის აქტივებით JPMorgan Chase მესამე ადგილზეა აშშ-ის საბანკო ინსტიტუტებს შორის Citigroup-ისა და Bank of America-ს შემდეგ. ჩამოყალიბდა რა 2000 წელს J.P. Morgan & Co.-ის მიერ Chase Manhattan Corporation-ის შესყიდვით, ფირმა მილიონობით კორპორაციულ, სამთავრობო და კერძო კლიენტებს ემსახურება აშშ-ში და მის ფარგლებს გარეთ.