From Wikipedia, the free encyclopedia
„It's My Life“ (ქართ. „ეს ჩემი ცხოვრებაა“) — ამერიკულ როკჯგუფ ბონ ჯოვის სიმღერა. გამოვიდა 2000 წლის 8 მაისს, როგორც მათი მეშვიდე სტუდიური ალბომის „Crush“ (2000) მთავარი სინგლი. დაწერილია ჯონ ბონ ჯოვის, რიჩი სამბორასა და მაქს მარტინის მიერ, თანაპროდიუსერი იყო ლუკ ებინი. სიმღერამ პირველი ადგილი დაიკავა ავსტრიაში, ფლანდრიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, რუმინეთში, ესპანეთსა და შვეიცარიაში, ტოპ 10-ში მოხვდა რამდენიმე სხვა ქვეყანაში, 33-ე ადგილი დაიკავა აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში. „It's My Life“ არის ბონ ჯოვის 1980-იანი წლების შემდგომ ჩაწერილი ყველაზე ცნობილი ჰიტი, რომელიც ჯგუფს ახალი, უფრო ახალგაზრდა თაყვანისმცემლების შეძენაში დაეხმარა.[3]
„It's My Life“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — ბონ ჯოვი | ||||
ალბომიდან Crush | ||||
B-მხარე | „Next 100 Years“ | |||
გამოსვლის თარიღი | 8 მაისი, 2000[1] | |||
ჟანრი | პოპ-როკი, არენა-როკი[2] | |||
ხანგრძლივობა | 3:44 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Island, Mercury | |||
ავტორ(ებ)ი | ჯონ ბონ ჯოვი, რიჩი სამბორა, მაქს მარტინი | |||
პროდიუსერი | ჯონ ბონ ჯოვი, რიჩი სამბორა, ლუკ ებინი | |||
ბონ ჯოვი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
მუსიკალური ვიდეო | ||||
„It's My Life“ YouTube-ზე | ||||
აუდიომაგალითი | ||||
|
მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი იყო უეინ ისამი. მასში ორი მთავარი გმირია უილ ესტესი (ტომი) და შირი ეპლბი (ჯინა).[4] დასაწყისში ტომი თავის კომპიუტერში უყურებს ბონ ჯოვის კონცერტის ვიდეოს, ამ დროს დედამ ნაგვის გატანა დაავალა. მოულოდნელად მას ჯინა დაურეკავს და ეუბნება, სასწრაფოდ მივიდეს გვირაბში, რადგან კონცერტი უკვე დაიწყო. ტომი სირბილით ჩარბის თავისი ბინიდან და თან გამოიყოლებს ნაგავს. შემდეგ ის ლოს-ანჯელესის ქუჩებით გარბის კონცერტისკენ, გზაში გამოედევნებიან ძაღლები, გაირბენს მარათონზე, მოხვდება ფოტოსურათებში და ქვეშ გაუძვრება სატვირთო მანქანას. ვიდეო შთაგონებულია ფილმით „გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი“.[5] ჯონ ბონ ჯოვი ესტესს ფილმ „U-571“-ის გადასაღებ მოედანზე შეხვდა და ვიდეოში გადასაღებად აირჩია. მუსიკალურ ვიდეოში ერთ-ერთ მთავარ მოქმედების ადგილად წარმოდგენილია ლოს-ანჯელესის მე-2 ქუჩის გვირაბი.
ეს არის ბონ ჯოვის YouTube-ის არხზე ყველაზე მონახულებადი ვიდეო. 2022 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, 1,1 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.[6]
სიმღერის ბევრად უფრო ნელი, აკუსტიკური ბალადის ვერსია წარმოდგენილია ბონ ჯოვის 2003 წლის ალბომში „This Left Feels Right“, მათი უდიდესი ჰიტების კოლექციაში, რომელიც ადაპტირებული იყო ახალ ფორმატებში. ეს ვერსია ასევე გამოვიდა სინგლის სახით. ცოცხალი შესრულება YouTube-ზე 2020 წლის მაისში აიტვირთა.
აშშ, 7-დუიმიანი სინგლი[8]
ავსტრალიური maxi-CD-სინგლი[9]
ბრიტანული სინგლი CD1[10]
|
ბრიტანული სინგლი CD2[11]
ევროპული CD-სინგლი[12]
ევროპული გაფართოებული CD-სინგლი[13]
|
ყოველკვირეული ჩარტები
|
წლის დასასრულის ჩარტები
ათწლეულის ბოლოს ჩარტები
|
რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
ავსტრალია (ARIA)[67] | პლატინა | 70 000^ |
ავსტრია (IFPI Austria)[68] | პლატინა | 50 000x |
ბელგია (BEA)[69] | პლატინა | 50 000* |
საფრანგეთი (SNEP)[70] | ოქრო | 250 000* |
გერმანია (BVMI)[71] | პლატინა | 500 000^ |
იტალია (FIMI)[72] | პლატინა | 50 000* |
იაპონია (RIAJ)[73] PC download |
ოქრო | 100 000^ |
იაპონია (RIAJ)[74] Full-length ringtone |
ოქრო | 100 000^ |
ნიდერლანდები (NVPI)[75] | ოქრო | 40 000^ |
შვედეთი (GLF)[76] | პლატინა | 30 000x |
შვეიცარია (IFPI Switzerland)[77] | პლატინა | 50 000x |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[78] | პლატინა | 600 000^ |
აშშ (RIAA)[79] | 2× პლატინა | 0* |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.