From Wikipedia, the free encyclopedia
Illionaire Records — დამოუკიდებელი სამხრეთ კორეული ჩამწერი სტუდია, რომელიც ჩამოაყალიბეს რეპერებმა The Quiett-მა და Dok2-მ 2011 წელს. სტუდიაში ასევე წარმოდგენილია რეპერი Beenzino. მიუხედავად მისი მცირე ზომისა, Illionaire ჩამწერი სტუდია დასახელებულია ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჰიპ-ჰოპის ჩამწერ სტუდიად სამხრეთ კორეაში, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით მისი არტისტების პოპულარობას.[1][2][3]
მეგობრებმა და რეპერებმა The Quiett-მა და Dok2 ჩამოაყალიბეს Illionaire ჩამწერი სტუდია 2011 წლის 1 იანვარს. იმავე წელს მათ ხელი მოაწერეს კონტრაქტს რეპერ Beenzino-სთან. The Quiett-მა შემდგომ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სურდა თავდაპირველად ჩამოეყალიბებინა პატარა სტუდია, რათა თავიდან აეცილებინა ტრადიციული კეი-პოპ სისტემის იარლიყი. „ძირითად სტუდიის ეტიკეტი ასეთია: ფულს, რომელსაც არტისტები გამოიმუშავებენ, კომპანია პირველ რიგში აძლევს უფროსებს, მენეჯერებსა და თანამშრომლებს. ჩვენს შემთხვევაში კი თავადავეე ვართ უფროსები“- აცხადებს The Quiett რეპერი. ხელშეკრულებით მხოლოდ ერთი თანამშრომელი ყავთ მათ, დანარჩენი სამიდან არც ერთი არა არის კონტრაქტით დაკავშირებული სტუდიასთან. [2] [1]
სტუდიის პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ რაც Dok2-მ აქტიური თნამშრომლობა დაიწყო კორეელ-ამერიკელ რეპერთან და მომღერალთნ Jay Park-თან.[1]
Illionaire სტუდიამ 2012 წელს ჩაატარა ტური კორეაში.[4] 11 ნოემბერს სამმა არტისტმა გამოუშვა უფასო სიმღერა "Illionaire Gang", რომ დაემთხვიათ "Illionaire Day Concert"-სთვის.[5]
Illionaire სტუდიის არტისტები იყვნენ ნიუ-იორკის "Asian Music Festival Summer Concert"-ის შემსრულებლები 2014 წელის 21 მაისს.[6] იმავე ზაფხულს სტუდიამ გამოუშვა კიდევ ერთი ალბომი "11:11".[7]
Dok2-მ და The Quiett-მა წარადგინეს Illionaire სტუდია სატელევიზიო რეპ შეჯიბრების Show Me the Money-ის მესამე სეზონში, სადაც გახდნენ გამარჯვებული მონაწილის Bobby-ის (ბიჭების ჯგუფ IKON-ის ერთ-ერთი წევრი) პროდუსერები. ისინი ასევე წარადგენენ თავის სტუდიას 2016 წლის Show Me the Money-ის შეჯიბრებაში. [8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.