სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) არსებობს 1947 წლის 4 აპრილიდან. მისი ამოცანებისა და მიზნების, სტრუქტურისა და კომპეტენციის საწესდებო დებულებები მოცემულია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მეორე ნაწილის გათვალისწინებით. ამასთან იკაო-ს ნორმები გვხვდება ჩიკაგოს 1944 წლის კონვეციის I და III ნაწილებში. ესაა იკაოს წესდების თავისებურება. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სწრაფმა განვითარებამ ანუ სახელმწიფოთა სამოქალაქო ავიაციამ, რომლებიც დაკავებული იყვნენ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლით, განაპირობა 1944 წლის ნოემბერში ჩიკაგოს კონფერენციაზე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის დადება (1944 წლის ჩიკაგოს კონვენცია) და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) დაარსება. ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციისა და იკაო-ს საქმიანობის ძირითადი მიზანია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებულ განვითარება, თანაბარი შესაძლებლობის საფუძველზე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის გონივრულად და მომჭირნედ განხორციელება (1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის პრეამბულა). იკაოს მიერ შემუშავებული და მიღებული ტექნიკურ-იურიდიული მოთხოვნების მთავარი თავისებურებაა ის, რომ ისინი ტექნიკურ-იურიდიული ეტალონებია, რომლებსაც აქვს მორალურ-პოლიტიკური, მაგრამ არა იურიდიული მნიშვნელობა. სახელმწიფო, რომელიც ეთანხმება ამა თუ იმ სტანდარტს, რეკომენდებულ პრაქტიკას ან წესებს, ნებისმიერ დროს შეუძლია მათი უარყოფა, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის. მაგრამ ვინაიდან იკაოს ბევრი ტექნიკურ-იურიდიული მითითება იძლევა საერთაშორისო ფრენების უსაფრთხოების საჭირო დონის გარანტიას, სახელმწიფოები ცდილობენ ზედმიწევნით შეასრულონ ისინი. მათი შესრულებისაგან თავის არიდება გარდაუვალად გამოიწვევს საერთაშორისო ფრენების უსაფრთხოების დონის შემცირებას. აი, ამიტომ ანიჭებენ სახელმწიფოები უპირატესობას იკაოს სტანდარტების შესრულებას.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია | |
---|---|
International Civil Aviation Organization Organisation de l'aviation civile internationale | |
აბრევიატურა | ICAO |
შეიქმნა | ნოემბერი, 1944 |
ტიპი | გაეროს სააგენტო |
შტაბ-ბინა | მონრეალი, კანადა |
ენა | ინგლისური, ფრანგული |
გენერალური მდივანი | რეიმონდ ბენჯამინი |
საბჭოს პრეზიდენტი | რობერტო კობე გონსალესი |
ყოფილი სახელი | ICAN |
https://icao.int |