"Heroes"
დეივიდ ბოუის ალბომი / From Wikipedia, the free encyclopedia
"Heroes"[5] (სახელწოდება იწერება ბრჭყალებით) — ინგლისელი მუსიკოს დეივიდ ბოუის ალბომი, გამოცემული 1977 წლის 14 ოქტომბერს, ლეიბლზე RCA Records. იგი არის რიგით მეორე მუსიკოსის ბერლინური ტრილოგიის სერიაში და ჩაწერილია ბრაიან ინოს და ტონი ვისკონტის თანაშემწეობით. "Heroes"-ში გრძელდება ემბიენტური, ექსპერიმენტები, რომლებიც დაიწყო დეივიდის წინა ალბომზე, Low. მის ჩაწერაში მონაწილეობდა გიტარისტი რობერტ ფრიპი[6] ბერლინური ტრილოგიის ალბომებს შორის მხოლოდ "Heroes" ჩაიწერა თავიდან ბოლომდე ბერლინში.
"Heroes" | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 14 ოქტომბერი 1977 | |||
ჩაიწერა | ივლისი-აგვისტო 1977 | |||
სტუდია |
Hansa Studio by the Wall (დასავლეთი ბერლინი, გერმანია) | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 40:19 | |||
ლეიბლი | RCA | |||
პროდიუსერი |
| |||
დეივიდ ბოუი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან "Heroes" | ||||
|
ალბომი გამოცემისთანავე კრიტიკოსების მიერ დადებითად შეფასდა. მან NME-ს წლის ალბომის ჯილდო მიიღო.
ეს არის მუსიკოსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომი, ცნობილი სასათაურო კომპოზიციით. დისკში შესული სამი სიმღერის თანაავტორია ბრაიან ინო, რომელიც ბოუის წინა ალბომზე მუშაობდა. სასათაურო სიმღერა კვლავ რჩება დეივიდის ერთ-ერთ ცნობილ და აღიარებულ ნამუშევრად.[7] ალბომი შეტანილია წიგნში „1001 ალბომი, რომელიც უნდა მოისმინო, სანამ ცოცხალი ხარ“[8].