Heaven & Hell
From Wikipedia, the free encyclopedia
Heaven & Hell — თანამშრომლობა, რომელშიც მონაწილეობდნენ Black Sabbath-ის წევრები - ტონი აიომი და გიზერ ბატლერი ყოფილი წევრებთან - რონი ჯეიმზ დიოსა და ვინი აპისთან ერთად.
Heaven & Hell | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ჟანრ(ებ)ი | მძიმე მეტალი |
აქტიური | 2006–2010 |
ლეიბლ(ებ)ი |
Rhino (აშშ) SPV, Roadrunner (ევროპა) |
ყოფილი წევრები |
რონი ჯეიმზ დიო ტონი აიომი გიზერ ბატლერი ვინი აპისი |
საიტი | ოფიციალური საიტი |
Heaven & Hell ვიკისაწყობში |
ჯგუფის ოთხი წევრი ერთად ატარებდნენ ტურნეებს და აკეთებდნენ ჩანაწერებს Black Sabbath-ის სახელით 1980-1982 და 1991-1992 წლებში. შემდეგ კვლავ გაერთიანდა ეს ოთხი სამი ახალი სიმღერის ჩასაწერად Black Sabbath-ის 2006 წლის კრებულისთვის Black Sabbath: The Dio Years, რის შემდეგაც, 2007–2008 წლებში მათ მოაწყეს ტურნე. ტონი აიომიმ, Black Sabbath-ის სახელის მფლობელმა, გადაწყვიტა ტურნეში მყოფი ჯგუფისთვის დაერქმია Heaven & Hell,[1] რათა მსმენელებს განესხვავებინათ ეს პროექტი იმ Black Sabbath-ისგან, რომლის მთავარი ვოკალისტი ოზი ოსბორნი იყო.[2] სახელი აღებული იქნა Black Sabbath-ის პირველი ალბომიდან დიოს მონაწილეობით, Heaven and Hell.
ჯგუფი დაიშალა 2010 წელს დიოს გარდაცვალების შედეგად კუჭის სიმსივნის გამო.[3]