ფრანგული არყის ბრენდი From Wikipedia, the free encyclopedia
Grey Goose (ქართ. რუხი ბატი) — საფრანგეთში წარმოებული არყის ბრენდი. ის სიდნი ფრანკმა 1990-იან წლებში შექმნა, 2004 წელს კი ბაქარდის მიყიდა.[1] Grey Goose-ის მეტრ-დე-შე[georgian 1] არის ფრანსუა ტიბო, რომელმაც არყის ორიგინალური რეცეპტი კონიაკში, საფრანგეთში შეიმუშავა.
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
Grey Goose | |
---|---|
არაყი | |
ტიპი: | არაყი |
ქვეყანა: | საფრანგეთი |
სიმაგრე: | 40% |
მწარმოებელი: | Bacardi |
საიტი: | greygoose.com |
Grey Goose შეიქმნა Sidney Frank Importing Co-ის (SFIC) მიერ. სიდნი ფრანკს, კომპანიის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ამერიკული ბაზრისთვის ძვირადღირებული არყის შექმნის იდეა 1997 წლის ზაფხულში გაუჩნდა. SFIC-მ თანამშრომლობა დაიწყო კონიაკის მწარმოებელ ფრანსუა ტიბოსთან, იცოდა რა არყის წარმოებაში მისი უნარები.
კომპანიამ საფრანგეთი ქვეყნის კულინარიული ისტორიის გამო შეარჩია და სურდა განესხვავებინა ახალი პროდუქტი აღმოსავლეთ ევროპაში წარმოებული სხვა არყებისგან. არყის წარმოებისთვის გამოყენებული წყალი საფრანგეთის ბუნებრივი წყაროებიდან არის აღებული. წყალი შამპანურის კირქვიან ნიადაგში იფილტრება და განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს ანიჭებს არაყს. არაყი მზადდება ადგილობრივი წარმოების ფრანგული ხორბლით. ამასთან კომპანიამ შექმნა დაბურული მინის ბოთლი, რომელიც არაყს ადვილად ცნობადს ხდის.
1998 წელს Grey Goose სასმელის ტესტირების ინსტიტუტის მიერ დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო გემოს მქონე არყად.
2004 წელს, ბრენდი Bacardi– მ დაახლოებით 2,2 მილიარდ აშშ დოლარად იყიდა. იმ წელს, Grey Goose აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი პრემიუმ ბრენდის არაყად იქცა,[3] კომპანიამ 1,5 მილიონზე მეტი ყუთი გაყიდა.
Grey Goose-ის არყის შექმნისას გამოყენებული ხორბალი მოჰყავთ პიკარდიაში, საფრანგეთში. არაყის გამოხდა ხდება იმავე რეგიონში, პარიზის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, შემდეგ დისტილატს გზავნიან კონიაკში, საფრანგეთში, სადაც მას ურევენ წყაროს წყალს და ასხამენ ბოთლებში. Grey Goose-ში გამოყენებული ხორბალი არის ზამთრის რბილი ხორბალი, რომელსაც თესენ ოქტომბერში და მკიან აგვისტოში. ზაფხულის ხორბალთან შედარებით მისი ზრდა დამატებით ოთხი თვის განმავლობაში ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ Grey Goose ხორბლისგან მზადდება, როგორც გამოხდილი სპირტი, ის არის გლუტენისგან თავისუფალი,[4] რადგან დისტილაციის პროცესში გლუტენისგან იფილტრება.[5]
Grey Goose პირველი არყია, რომელიც მეტრე დე შეს ტრადიციით მზადდება, რაც საშუალებას აძლევს არომატებს წარმოიქმნას Grey Goose-ის დისტილაციის პროცესში. არაყი მზადდება 100% ფრანგული ინგრედიენტებისგან, არყის არომატული ვერსიების ჩათვლით. მაგალითად, მისი ნაცნობი პარიზელი კონდიტერის მიერ შექმნილმა მსხლის ტარტმა შთააგონა ტიბო შეექმნა არყის ახალი არომატი —Grey Goose La Poire-ი.[6]
Grey Goose Le Citron არის არაყი ლიმნის არომატით. Grey Goose Cherry Noir არის არაყი შავი ალუბლის არომატით. Grey Goose L’Orange არის ფორთოხლის არომატი, ერთხელ წარმოებაშეჩერებული და მხოლოდ შეზღუდული დროით უკან დაბრუნებული, Grey Goose La Vanille კი, გამოირჩევა ვანილის, დარიჩინისა და კარამელის არომატით. Grey Goose Le Melon კომპანიის მიერ ბოლოს შემუშავებული არომატული არაყი, რომელიც იყიდება 2014 წლის ზაფხულიდან, მზადდება საფრანგეთის პროვანსის რეგიონში მოყვანილი Cavaillon-ის ჯიშის ნესვით.
ფრანსუა ტიბომ განაცხადა, რომ Grey Goose არ გეგმავს არომატული არყების ასორტიმენტის გაფართოებას, რათა თავიდან აიცილოს ორიგინალური გემოს დაკარგვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.